ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. სრულად დაფინანსებულ ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და, რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ.
„ტექსკოლაში მიღებული ცოდნით ბევრი ნამუშევარი დავაგროვე და შევქმენი ჩემი პირველი პორტფოლიო. ახლა კი ჩემი ნამუშევრების ონლაინგამოფენას ვგეგმავ“, – ანანო იმნაძე, თიბისის ტექსკოლის მონაწილე ბათუმიდან.
[პარტნიორის კონტენტი]