in

რამდენად გვეხმარება სწრაფად სწავლის უნარი წარმატების მიღწევაში? — კვლევა

ალბათ, სკოლაში თავადაც გსმენიათ ფრაზა, რომ ზოგიერთი უფრო სწრაფად სწავლობს, ზოგიერთი კი არა… თუმცა ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ასე არ არის… კვლევაში 7000-მდე მოსწავლე იყო ჩართული და მეცნიერები 1.3 მილიონამდე სტუდენტთა ინტერაქციას დააკვირდნენ — მოსწავლეებისთვის საწყის წერტილსა და შესაძლებლობას, პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის, უფრო დიდი გავლენა ჰქონდა აკადემიურ შედეგებზე, ვიდრე სწავლის სიჩქარეს.

M2
M2

„მონაცემების თანახმად, ხარვეზები სწავლის შესაძლებლობებში არსებული სხვაობისას წარმოიშობა, მასთან გამკლავება კი სწორედ თანაბარ შესაძლებლობებზე წვდომით შეიძლება. ეს კვლავ ადასტურებს, რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს სწავლის ხელსაყრელი პირობები შეუძლია უზრუნველყოს, რაც რაღაც ახლის შესწავლას გაამარტივებს, იქნება ეს დამატებითი ენა, სამეცნიერო თუ მათემატიკური კონცეფცია“, — აცხადებს კენ კოედინგერი, კოგნიტიური ფსიქოლოგი.

კონკრეტულად კი, მკვლევრებს 3 კითხვაზე სურდათ პასუხის გაცემა:

  • რამდენი პრაქტიკაა საჭირო რაღაცის სასწავლად?
  • რამდენად განსხვავდება ე. წ. საწყისი ბაზა მოსწავლეებს შორის?
  • რამდენად განსხვავდებიან სტუდენტები სწავლის მაჩვენებლებით?

საშუალოდ სტუდენტებს 7 შესაძლებლობა სჭირდებოდათ რაღაცის სასწავლად, თუმცა ეს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ინდივიდების მიხედვით. ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ცვალებადობა ეფუძნებოდა იმას, თუ საიდან იწყებდნენ სტუდენტები და არა, უბრალოდ სწრაფად სწავლის უნარს. როგორც ამბობენ, სწავლის გამოცდილებაში აქტიურად ჩართვაც მნიშვნელოვანი ფაქტორია…

„ჩვენ ყველას გვინახავს, როცა მაგალითად ვიღაც ალგებრაში A-ს იღებს, ვიღაც კი C-ს, მაგრამ ჩვეულებრივ არ ვაკვირდებით იმას, თუ საიდან დაიწყეს, რეალურად კი ამას ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია“, — აცხადებს კოედინგერი.

ჩვენი ტვინები განსხვავებულ „მენტალურ გზებს“ გადის რაღაცის შესასწავლად, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლის სიჩქარე არ არის ძალიან განსხვავებული — ყველას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთსა და იმავე წერტილს იმ გზით, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. როცა საქმე სწავლას ეხება, ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ისიც კი, თუ როგორ ვიღებთ შეცდომებს, მაგრამ კონკრეტული კვლევით მეცნიერებს სურთ, ხაზი გაუსვან ფაქტს, რომ ყველას შეგვიძლია სწავლა.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, თქვენ ამას მოახერხებთ. შესაძლოა, ცოტა შესაძლებლობა მოგეცათ ცხოვრებაში, თავდაპირველად ეს თქვენთვის სხვა ადამიანებზე მეტად რთულიც იყოს, მაგრამ თუ მას მიჰყვებით, ზუსტად ისე პროგრესირდებით, როგორც სხვები“, — ამბობს პაულო კარვალიო, მეცნიერი.

 

რაჭა-ლეჩხუმელი მეღვინეებისთვის ღვინის მარკეტინგის, ბრენდინგისა და ვაზის მოვლის სასწავლო შეხვედრები ჩატარდა

PayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა