22 მაისს თბილისს ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი PR ექსპერტი Stuart Bruce ესტუმრება. ვიზიტის ორგანიზატორია Marketing House Georgia, ღონისძიების მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge
თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ მასტერ-კლასში თემაზე Online PR, რომელსაც Stuart Bruce გაუძღვება.
მასტერ-კლასი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაიზიარონ ონლაინ კორპორატიული კომუნიკაციების საერთაშორისოდ აღიარებული ლიდერის გამოცდილება, მოახდინონ საკუთარი ონლაინ კომუნიკაციების მოდერნიზება და შეამცირონ სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.
ძირითადი აქცენტები მასტერ-კლასის დროს:
– როგორ იყენებენ მედია და ჟურნალისტები სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციას
– რომელ უახლეს მეთოდებს და ინსტრუმენტებს ფლობენ მოწინავე პიარ სპეციალისტები
– როგორ დავიწყოთ მოდერნიზებული მედია ურთიერთობების გამოყენება
– როგორ შევქმნათ მომავალზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგია
– როგორ დავიზღვიოთ თავი პოტენციურ ონლაინ სივრცეში წარმოქმნილი კრიზისულ სიტუაციებისგან
Stuart Bruce -ის შესახებ:
საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ Stuart Bruce იყო მსოფლიოში პირველი, ვინც დაიწყო ონლაინ პიარის გამოყენება (1997 წლიდან);
PRWeek PowerBook მოიხსენიებს სტიუარტს დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან პიარ პერსონების ტოპ 1%-ში
სტიუარტის თანაავტორიბით შექმნილი წიგნი Share This: The Social Media Handbook for PR Professionals ბესტსელერი და პიარ სპეციალისტების სამაგიდო წიგნია
სტიუარტ ბრიუსის საკომუნიკაციო სააგენტო Top 40 Digital Consultancies league table მიხედვით 22 -ე ადგილზეა.
სხვადასხვა დროს სტიუარტ ბრიუსი იყო ბრიტანეთის ორი მინისტრთა კაბინების კომუნიკაციების ხელმძღვანელი
მისი კომპანიის კლიენტებს შორის არიან: Sony Ericsson, Unilever, PayPal, United Nations, HSBC, First Direct, GlaxoSmithKline, Discovery Channel, Philips, SunGard and the NHS.
სტიუარტი არის უამრავი ჯილდოს მფლობელი, ასევე, სხვადასხვა ნომინაციების ჟიურის საპატიო წევრი.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმსაწვდომია მის პირად ბლოგში: http://stuartbruce.biz
მასტერ-კლასის აუდიტორიას შეადგენენ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო კომპანიების პიარ და კომუნიკაციების სპეციალისტები, მარკეტერები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, ბლოგერები ყველა, ვისაც სურს, წარმატებით მართოს საზოგადოებასთან ურთიერთობა ონლაინ სივრცეში.
15 აპრილამდე რეგისტრაციისას შემთხვევაში მონაწილეობის საფასური შეადგენს USD 195, შემდეგ – USD 230. საფასური მოიცავს მონაწილეობას, ჰენდაუტებს, სერტიფიკატს სტიუარტ ბრუსის ხელმოწერით, ლანჩს და ორ ყავაზე შესვენებას.
გადმოწერეთ სარეგისტრაციო ფორმა
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 37 31 28