in

უსასრულო საცობის ბოლოს ნათელი McDonald’s-ია – ორიგინალური ბილბორდები ბრიტანეთში

McDonald’s-მა ფრაზა “გვირაბის ბოლოს სინათლეა” არაჩვეულებრივ სარეკლამო სლოგანად გადააკეთა და თავისი რესტორნების ქსელსაც მშვენივრად მოარგო. მართალია, საუბარი არა პირდაპირი მნიშვნელობით გვირაბზე, არამედ უბრალოდ ჩვეულ უსასრულო საცობზეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ არც ეს უკანასკნელია ნაკლებ დამთრგუნველი. ახალ ორიგინალურ სარეკლამო კამპანიაზე ბრენდთან ერთად სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა. McDonald’s-ის ლოგოთი და კრეატიული სარეკლამო ფრაზით, დამშვენებული ბილბორდების განთავსება პირველ ეტაპზე ბრიტანეთის 10-მდე დიდ ქალაქში იგეგმება, ამგვარად კომპანიის რესტორნებს კიდევ უფრო მეტი საცობში მოშიებული და გადაღლილი მომხმარებელი ესტუმრება.

დრონი და ახალი VR სათვალე Saturn-ის ემოციური ვიდეორგოლებში

მუსია ქებურიას არტი ლუდთან ერთად