in

Student Hunt – რა ინსაითებით შეიქმნა ქართული აპლიკაცია, რომელიც GenZ-სა და ბიზნესს მარტივად აკავშირებს ერთმანეთთან

Startauperi
Startauperi

ქართულ ციფრულ სივრცეს სტუდენტური აპლიკაცია შეემატა. Student Hunt სულ ორი თვეა, რაც ამოქმედდა და უკვე 6500 სტუდენტს აერთიანებს. სტარტაპმა ოთხი თანადამფუძნებელი გააერთიანა – სანდრო კანდელაკი, გურამ ლაცაბიძე, ლევან მელიქიძე და გოგა საათაშვილი. როგორც გვიამბობენ, ერთამანეთთან მრავალწლიანმა გამოცდილებამ დააკავშირა. ახლა კი, სურთ აპლიკაციის დახმარებით, სტუდენტებს ყოველდღიურობის გამარტივებაში დაეხმარონ. როგორც გვიამბობენ, აპის შექმნის ისტორია უკავშირდება თანადამფუძნებლებისთვის ციფრული კომუნიკაციის პროცესში GenZ სეგმენტთან გამოკვეთილ გამოწვევას, რამაც დამფუძნებლები საინტერესო ინსაითებამდე მიიყვანა:

„აღმოჩნდა, რომ Genz გამოირჩევა მაღალი რეზისტენტულობით ციფრულ და ტრადიციულ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე, რაც კომპანიისთვის მოცემულ სამიზნე აუდიტორიასთან მარკეტინგულ ხარჯებს დაახლოებით 4-ჯერ ზრდის, თუმცა მოცემული ჯგუფის მსყიდველობითი უნარი ყოველდღიურად იზრდება და დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება კომპანიებისთვის მათი დაინტერესება. მეორე მხრივ კი სტარტაპის შექმნის იდეა განვითარდა ამ სეგმენტისთვის არსებული პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ და მიზნად დავისახეთ, რომ სტუდენტების პრობლემები მაქსიმალურად შევამციროთ.“

M: რა პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტეთ Student Hunt-ით?

აპზე მუშაობისას გადავწყვიტეთ სტუდენტების (რომლის უდიდესი ნაწილიც GenZ-ია) გამოწვევების სიღრმისეული ანალიზი, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ ჯგუფისთვის არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, ბრენდებს მათთან კომუნიკაცია ბევრად ძვირი უჯდებათ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჯგუფთან. სწორედ ამიტომ, აპის პირველი ვერსიით ორივე მხარის პრობლემის მოგვარება ვცადეთ: ერთი მხრივ GenZ-თვის საინტერესო კომპანიების უფასოდ განვათავსებინეთ შეთავაზებები აპში, ხოლო მეორე მხრივ, სტუდენტებს მივეცით წვდომა შეთავაზებებზე ერთიან სივრცეში, თანხის გადახდის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომამ ძალიან კარგად იმუშავა და დიდი რაოდენობით სტუდენტები დაარეგისტრირა აპის გაშვების პირველივე დღეებში, რამაც ავტომატურად გამოიწვია კომპანიების დაინტერესება და სურვილი, ჩვენს აპში საკუთარი შეთავაზებები განეთავსებინათ.

ამასთან, აპის პირველი ვერსია სტუდენტების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ეხმიანება. სტარტაპი იქმნება ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიის პრინციპით და მიზნად გვაქვს, რომ სტუდენტურ სუპერ აპად ვიქცეთ, რომელიც სამიზნე აუდიტორიას დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. აპის მეორე განახლებაში ვპასუხობთ ასევე ძალიან დიდ: დასაქმების და კარიერული განვითარების გამოწვევებს სტუდენტებისთვის, რაც უახლოს 3 თვეში გახდება საჯარო და ასე, ეტაპობრივად გვსურს სტუდენტების გონებაში უნივერსიტეტში ჩაბარების თანმდევ აპად სტუდენტჰანთი პოზიციონირდებოდეს.

M: რა პროდუქტები/სერვისები არის ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის?

სტუდენტებისთვის, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები და შეთავაზებები მათთვის საყვარელი ქართული და გლობალური ბრენდებისგან 9 კატეგორიაში: სპორტი, აქსესუარები, განათლება, გართობა, თავის მოვლა, კვება, ტანსაცმელი, ტექნიკა, ტრანსპორტი. რაც შეეხება სასწავლებლებს, ამ მიმართულებით შეზღუდვა არ გვაქვს და ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი შეძლებს მისთვის სასურველი შეთავაზების გამოყენებას.

M: რითაა თქვენთან თანამშრომლობა საინტერესო კომპანიებისთვის?

კომპანიებისთვის „სტუდენტჰანთი“ GenZ-სთან კომუნიკაციის ძალიან ეფექტური გზაა, გარდა იმისა რომ მათ შეთავაზებებს ვათავსებინებთ ჩვენს აპში სრულიად უფასოდ, ასევე კომუნიკაციის პროცესში ვაინტეგრირებთ პარტნიორ ბრენდებს და მათი შეთავაზებების გავრცელებას ჩვენს თავზე ვიღებთ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „სტუდენტჰანთში“ ყველა კომპანია ვერ დაემატება, იმისთვის რომ ოფერის დამატება შეძლონ, უნდა დაგვისაბუთონ, რომ სტუდენტებისთვის საინტერესო პროდუქტს ან სერვისს ქმნიან/ყიდიან.

M: რამდენად საინტერესოა, როგორც ბიზნესი და თქვენი ხედვით, რას შეცვლის ბიზნესისთვის სტუდენტურ სეტმენტთან ურთიერთობაში?

„სტუდენტჰანთის“ პერსპექტივებზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საბოლოო მიზანი სტუდენტურ სუპერ აპად ქცევა და სამიზნე აუდიტორიისთვის დიდი მიზნების მიღწევაში დახმარებაა. აქვე ვიტყვით, რომ მასშატაბირების ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რის საფუძველსაც გლობალურ ბაზარზე არსებული მოთხოვნა და არასრულყოფილი მიწოდება გვაძლევს.

გვინდა, „სტუდენტჰანთი“ იყოს დამხმარე რგოლი სტუდენტებსა და ბიზნესს შორის, გაყიდვების, კარიერული განვითარების, დასაქმების და ახალი უნარების შეძენის და ბევრი სხვა მიმართულებით, აპს კი ამ ფორმით კომერციალიზაციის ძალიან საინტერესო პოტენციალი აქვს.

M: ამ დროისათვის, რა შედეგები გაქვთ?

ამ ეტაპისთვის, აპში ვერიფიკაცია გავლილი აქვს 6500-მდე სტუდენტს, დამატებულია 50-ზე მეტი ბრენდის 100-ზე მეტი შეთავაზება. აპი 2 თვის წინ გაეშვა და კომუნიკაციის აქტიურ ეტაპზე გადავდივართ, რაც რა თქმა უნდა, შედეგებს კიდევ უფრო სწრაფად გაზრდის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გაშვებიდან რამდენჯერმე ჩვენი აპი ტოპ ჩარტების პირველ ადგილზე იმყოფებოდა რეიტინგით, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროდუქტი ძალიან საინტერესოა სამიზნე აუდიტორიისთვის.

M: თქვენი პლატფორმის მომხმარებელი ზეტ თაობაა. რას ანიჭებენ უპირატესობას, როდესაც პლატფორმას სტუმრობენ?

GenZ ციფრული თაობაა და ამ ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ციფრული ტექნოლოგიები, უამრავი მარკეტინგული შეთავაზება და სწრაფად ცვლადი გარემოა. ჯენზისთვის პრიორიტეტულია ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად მიღება და შეუძლიათ მილენიალებისგან განსხვავებით გადაწყვეტილება 5-ჯერ სწრაფად მიიღონ, შესაბამისად პლატფორმა აუცილებლად უნდა იყოს მარტივი და მათ ინტერესებზე მორგებული. სხვა შემთხვევაში პროდუქტს ჯენზისთან პოზიციონირების შანსი არ რჩება. ზუსტად ამ პრინციპებს ვითვალისწინებთ, პროდუქტის განვითარებისას.

M: რას ითვალისწინებთ პლატფორმის კონცეფციაზე მუშაობისას?

პლატფორმის კონცეფციის შექმნისას აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სტუდენტებთან, გვაქვს ინსაიდერების ჯგუფები და თითოეული დეტალის დამატებისას აზრს მათ ვეკითხებით, ასევე აპში განთავსებული კითხვები, რა შეთავაზებას ისურვებდნენ, რომელი ბრენდის დამატებაა მათთვის მნიშვნელოვანი და ა.შ.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ვეცნობით არსებულ, მეორეულ კვლევებს და თავად ვქნით ამ მიმართულებით პირველადი კვლევის მონაცემებს, რაშიც უშუალოდ სტუდენტჰანთის იუზერები გვეხმარებიან.

M: თუ გაქვთ მასშტაბირების გეგმა?

დიახ, 3 თვეში, აპის განახლების შემდეგ, ვგეგმავთ ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებას, რასაც რეგიონალურ ბაზარზე გასვლა, საინვესტიციო რაუნდის გახსნა და გლობალურ ბაზარზე გაშვება მოჰყვება. ჩვენი საბოლოო მიზანი უნიქორნობაა და მივყვებით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

არქეოლოგებმა ბრინჯაოს ეპოქის უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს!

29 თებერვალი – რა მოხდა ექსტრა კალენდარულ დღეს?