პანდემიის გამო, სასწავლებლები დახურულია და ლექციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. განათლების წასახალისებლად, “ბურგერ კინგმა” კამპანია წამოიწყო. როგორც ჩანს, ჭკვიანები უფასოდ მიირთმევენ ვუპერს – “ბურგერ კინგმა” ეს სახალისო გამოწვევა სპეციალურად 13-18 წლამდე მოსწავლეებისთვის მოიფიქრა. მათ შეუძლიათ უპასუხონ შეკითხვებს მათემატიკიდან, ქიმიიდან თუ ლიტერატურიდან და სანაცვლოდ პრომო კოდი მიიღონ, უფასო ვუპერისთვის. კამპანიაზე სააგენტო Buzzman-მა იმუშავა.
უფასო ვუპერი გინდა? მაშინ ამოცანა ამოხსენი! – Burger King-ის კამპანია













