21
Nov
2017

სტუდენტები თავისუფლებისთვის – თბილისის რეგიონალური კონფერენცია

21 Nov 2017

25 ნოემბერს თბილისი ივენთ ჰოლში რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრება – European Students For Liberty- თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზანია კლასიკური ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გაზიარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

 

ჩვენი მიზანია, ავარჩიოთ საუკეთესო სტუდენტები და მივცეთ მათ ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განავრცონ იდეები, როგორ მიიღონ მეტი გამოწვევა და დაიცვან რეგიონის თავისუფალი მომავალი” – ალექსანდრ კოკოტოვიჩი, ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის, ხელმძღვანელი.

რეგიონალური კონფერენცია თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება და ასობით თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდას აერთიანებს. 2017 წლის კონფერენცია 500-ზე მეტ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტსა და კურდამთავრებულს უმაპსპინძლებს.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაცია 25 ნოემბრამდე გრძელდება: esflconferences.org/tbilisi

კონფერენციის ძირითადი ნაწილი დაეთმობა კლასიკური ლიბერალური პრინციპების  განხილვას. მოწვეული მომხსენებლები სტუდენტებთან შესახვედრად აშშდან, გერმანიიდან, სერბეთიდან, ლიტვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან ჩამოვიდნენ.

მეცნიერებისა და პოლიტიკის ჭიდილი, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საბაზრო ეკონომიკა, დეცენტრალიზაცია და სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, ტექნოლოგიური პროგრესი და კრიპტოვალუტები, ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს საქართველოსტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ამ და სხვა თემებზე დასვან კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

კონფერენციის აკადემიური ნაწილი დილის 10:00 საათიდან საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება. საგანმანათლებლო მასალის, ვორქშოპების, კვების და სხვა ხარჯები კონფერენციის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა გაიღეს.

კონფერენციის მხარდამჭერები:

Friedrich Naumann Foundation For Freedom South Caucasus (FNF)

European Students For Liberty (ESFL)

Ayn Rand Institute (ARI)

ATLAS Network

CATO Institute

ორგანიზატორი: Georgian Students For Liberty

განხილვა