in

სტუნდენტების მიერ შექმნილი როვერი მთვარეზე 4 მაისს გაეშვება

ჩვენ ამ მისიაზე წლებია ვმუშაობთ და კალენდარში გაშვების თარიღის აღნიშვნა ნამდვილად ამაღელვებელი ნაბიჯი იყო. Iris მთვარესა და კოსმოსს შეისწავლის პატარა, მსუბუქი როვერით, რომელიც სტუდენტებმა შექმნეს, — აცხადებს რეივინ დუვალი, მისიის ხელმძღვანელი. 

ეს პატარა რობოტი კარნეგი მელონის უნივერსიტეტის დაახლოებით 300 სტუდენტს ეკუთვნის და არა, Nasa-ს. ცოტა უცნაური კია, მაგრამ მაშინ, როცა კოსმოსურმა სააგენტომ 5 როვერი გაგზავნა მარსზე, მთვარე უყურადღებოდ დარჩა… მართალია, როვერ VIPER-ზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ მისი მთვარეზე გაშვება 2024 წლის 10 ნოემბერს იგეგმება. მსგავს რობოტებზე ჩინეთი, საბერძნეთი, იაპონია და გაერთიანებული საამიროებიც მუშაობენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ახლა მთვარეზე მოხვედრა სტუდენტებმა დაასწრეს — Iris კოსმოსში 4 მაისს გაფრინდება.

როვერი ფლორიდის Cape Canaveral Space Force Station-იდან გაეშვება — Iris 60-საათიან მისიაზე იქნება პასუხისმგებელი, რა დროსაც ფოტოებს გადაიღებს და დედამიწაზე გამოგზავნის. პრესრელიზის თანახმად, Iris იქნება სტუდენტების მიერ შექმნილი პირველი როვერი, ყველაზე პატარა და მსუბუქი როვერი, პირველი, ნახშირბადის ბოჭკოს მქონე შასითა და ბორბლებით.

გარდა ჩამოთვლილისა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი პირველი იქნება მათ შორის, ვინც MoonArk პროექტის ფარგლებში მუზეუმს მთვარეზე გაგზავნის. ეს უკანასკნელი კი მოიცავს 18 უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის ნამუშევრებს, 60 გუნდის წევრს და 250-ზე მეტ ხელოვანს, დიზაინერს, მეცნიერს, ინჟინერს, პოეტს, მუსიკოსს…

საინტერესოა ისიც, რომ როვერზე სტუდენტები მისიის სიმულაციებს კვირების მანძილზე აკეთებდნენ, გაშვების შემდგომ კი მას Carnegie Mellon Mission Control-ით დააკვირდებიან. 

ტვიტერის მორიგი ალტერნატივა გამოჩნდა — T2

ჰაბლის ტელესკოპმა სატურნის რგოლების უჩვეულო ფენომენი დააფიქსირა