საქართველოში ბოლო წლებში უამრავი სტარტაპ პროგრამა იქმნება. სხვადასხვა კომპანია და ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ არც ერთი საინტერესო იდეა დარჩეს განუხორციელებლი და ხელი შეეწყოს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ამ ტიპის პროექტებში კონკურენცია დიდია და გამარჯვების მოპოვებაც მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ინტერნეტ მარკეტინგულმა კომპანია “Goodweb”-მა წამოიწყო განსხვავებული სტარტაპ პროგრამა “Skillers”-ი, რომელშიც არა ერთი ან რამდენიმე, არამედ ყველა მონაწილე გამარჯვებულია. მთავარია მონაწილე იყოს სტუდენტი, ჰქონდეს ბიზნეს იდეა და გასაყიდი პროდუქტი.
“სტუდენტობა სწორედ ის პერიოდია, როცა ადამიანი ხდება დამოუკიდებელი, აქტიურად იწყებს ფიქრს მომავალზე, სურს განახორციელოს საკუთარი იდეები, აკეთოს ის, რაც აინტერესებს და სწრაფად დაინახოს სასურველი შედეგი. თუმცა, შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, ოცნებები კი ჯერჯერობით – არარეალური. ამიტომ მისი მიზნები ხშირად ხანგრძლივდება დროში ან რჩება სულაც განუხორციელებელი.

სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას სთავაზობს ნებისმიერ სტუდენტს სტარტაპ პროგრამა “Skillers”, რომელიც პროექტის თითოეულ მონაწილეს უსასყიდლოდ და წინასწარი შერჩევის გარეშე სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, ინტერნეტ მაღაზიას საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად. ამასთან, პროექტის თითოეული მონაწილე სრულფასოვნად გაეცნობა ბიზნესის დაწყების სპეციფიკას; გაივლის ტრენინგებს გაყიდვებში, მარკეტინგსა და ვებ ადმინისტრირებაში; მიიღებს უფასო მარკეტინგულ მხარდაჭერას ინტერნეტ სივრცეში პირველი 3 თვის განმავლობაში; “Startap Beats”-ის ღონისძიებებზე დასწრების, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციის და მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.” – აცხადებს Goodweb – ის წარმომადგენელი
პროგრამა გაიხსნება მასშტაბური ღონისძიებით 21 მაისს 15:00 საათზე, ტექნოპარკში. იმისთვის, რომ მოხვდეთ აღნიშნულ ღონისძიებაზე და გახდეთ პროექტის მონაწილე, აუცილებელია შეავსოთ აპლიკაცია http://students.goodweb.ge/ , დაესწროთ ღონისძიებას ან უყუროთ ღონისძიების პირდაპირ ეთერს Youtube-ზე და დარეგისტრირდეთ პროგრამაზე.










