in

სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ), ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. სიტყვით ასევე წარდგნენ: საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი.

„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის 270 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი, 15 სექციასა და ქვესექციაში გადანაწილდა: საერთაშორისო ურთიერთობები (3 ქვესექცია), ჟურნალისტიკა (2 ქვესექცია), ირანისტიკა, სამართალი (2 ქვესექცია), მედიცინა (2 ქვესექცია), ბიზნესი (3 ქვესექცია), მევენახეობა – მეღვინეობა. სტუდენტებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში, მომავალ სტუდენტთა სექციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები“.

კონფერენციის მონაწილეებს, ამავე დღეს, საშუალება ჰქონდათ, კსუ-ს სამხატვრო სტუდიის გამოფენა დაეთვალიერებინათ (სტუდიის ხელმძღვანელი მაკა ტაბიძე).

„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის მიზნებია: საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთა სამეცნიერო კავშირების ფორმირება; სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება; სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება“.

[R]

თამაში Pokemon Sleep, რომლის სათამაშოდაც უნდა დაიძინოთ

სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი – ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“