in

თბილისში ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება, ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს, მისივე მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფს. 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ.

“სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში სტუდენტურ კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება. შესაბამისად, პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები.”

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტზე გასულ წელს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რითიც რამდენიმე ინვესტორი უკვე დაინტერესდა. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წარმოება 2019 წელს დაიწყება.

ჩიტები ცაზე კვალს რომ ტოვებდნენ – ბარსელონელი ფოტოგრაფის პროექტი

პიზის კოშკი სწორდება