in

ვინ გახდება „სტუდენტური სახე 2013 ” ? !

249467_220156761337610_5370889_nსილამაზის კონკურსი „Students Face“ („სტუდენტური სახე) წელს მეხუთედ ტარდება. მარკეტერი ღონისძიების მარკეტინგული პარტნიორია.

bog
bog-mob

დაახლოებით, ერთ თვეში წლის „სტუდენტურ სახეს“ აირჩევენ. მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან ერთი, წინასწარ შერჩეული კანდიდატი იღებს. კონკურსის პირობები ყველასათვის თანაბარია, ერთ-ერთი კონკურსანტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

„გვქონდა კასტინგი სადაც, დაახლოებით, 300 გოგონა მოვიდა. შევარჩიეთ ერთი უნივერსიტეტიდან -ერთი, სულ 24 კონკურსანტი. ისინი ერთი თვის განმავლობაში გადიან სხვადასხვა მომზადებას , მაგალითად : სიარულის გაკვეთილები, ვარჯიში, ფოტოსესიები. მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გადაცემაში, გვექნება რამდენიმე „ივენთი“ კლუბში. ბოლოს კონკურსი იქნება 1 კვირის განმავლობაში – დღეების მიხედვით გამოვლინდება „მის სპორტი“ (ფრემბურთის თამაშში) , „მის ინტელექტი“ ,“ მის მეგობრობა „ და ა.შ.

დასასრულს იქნება ფინალური შოუ, სადაც რამდენიმე გამოსვლა მოეწყობა , გადაეცემათ პრიზები და ა.შ. ფინალი გვინდა, რომ 25_ში ჩავატაროთ, მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, მოხერხდება, თუ არა. “- ამბობს კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ღუღუნიშვილი.

გამრჯვებულ „სტუდენტური სახე“–ს  ლონდონში სწავლის შესაძლებლობა მიეცემა. გარდა ამისა, დაჯილდოვდება გარდამავალი დიადემით და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი სტუდენტური სახე იქნება, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქციებში.

ლიგ სტუდიოკონკურსის ორგანიზატორები ლაშა და ირაკლი ღუღუნიშვილები, ნათია ცაბუტაშვილი (შპს StudentsFace დამფუძნებელი) და ტატა ხვედელიანი არიან. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, მათი ვინაობა უცნობია.

ირაკლი ღუღუნიშვილის  თქმით ორგანიზატორებთან ერთად სტუდენტური სახის გამოვლენაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის ოპერატორი , ეკონომისტი , ექიმი, მხატვარი, მიიღებენ.

„საკმაოდ კარგი ნაკადია. ჯერ-ჯერობით ფავორიტები არ გვყავს. შანსები თანაბარი აქვს ყველას. მთავარია, როგორ მოემზადებიან ფინალისთვის და უკვე ფინალზე გაგადწყვეტს ჟიური ვინ იქნება Students Face 2013 . შარშანდელი გამარჯვებულია ანანო მიქაძე. კიდევ უფრო ადრინდელი -ანუკა ბუხნიკაშვილი. პირველი იყო სანდრა პაიჭაძე. კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ ნანუკა გოგიჩაიშვილი, ლიკა აბრუმია და ბევრი ცნობილი მოდელი“- ამბობს ირაკლი ღუღუნიშვილი.

შენ მთელი ცხოვრება უნდა იცინო, რომ არ მოკვდე

Persil Power – ერთი დიდი ლაქა Unilever-ის რეპუტაციაში