in

მკვლევრებმა სტუდენტური სესხის დაფარვის ოპტიმალურ გზას მიაგნეს!

მათ სტარტეგიის დასადგენად მათემატიკური მოდელი შეიმუშავეს

veon
veon

უნივერსიტეტის ან კოლეჯის დასრულების შემდეგ ბევრი სტუდენტი რთული არჩევანის წინაშე დგება: პროცენტის დაზოგვის მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად გადაიხადოს სტუდენტური სესხები, ან ჩაირიცხონ შემოსავლის დაფარვის გეგმაში, რომელიც ხელმისაწვდომ გადახდებს სთავაზობთ და 20-25 წლის განმავლობაში შეგიძლიათ გამოყენება.

თითოეულ ვარიანტს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს და საუკეთესო გზის არჩევის მცდელობა, შესაძლოა, რთული იყოს. სწორედ ამიტომ კოლორადოს უნივერსიტეტის ფინანსური მათემატიკის ასპირანტებმა, იუ-ჯუ ჰუანგმა და საიდ ხალიდმა, დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტის პროფესორთან, პაოლო გუსონთან ერთად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათემატიკური ძალისხმევის გამოყენება გადაწყვიტეს.

მკვლევრებმა სტუდენტური სესხის დაფარვის ოპტიმალური სტრატეგიის დასადგენად ახალი მათემატიკური მოდელი შეიმუშავეს. მათ ეს ინდივიდუალური მსესხებლის სპეციფიკურ გარემოებებზე დაყრდნობით გააკეთეს. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მკაფიო ვარიანტებიდან ერთ-ერთის არჩევისა და მასთან გამკლავების ნაცვლად, ზოგიერთმა მსესხებელმა უნდა განიხილოს მათი შერწყმა და შექმნას საკუთარი ჰიბრიდული დაფარვის სტრატეგია.

“წესის თანახმად, თუ თქვენი ბალანსი მართლაც მცირეა, გადაიხადეთ რაც შეიძლება სწრაფად და თუ ბალანსი დიდია, მაშინვე ჩაირიცხეთ შემოსავლის სქემაში. რეალურად, ამ უკიდურესობას შორის არსებობს მესამე სტრატეგია – პირველ წლებში უნდა გადაიხადოთ, რაც შეიძლება მეტი. შემდეგ კი გადადით შემოსავლის დაფარვის სქემაზე” – ამბობს იუ-ჯუ ჰუანგი.

წინა კვლევები მეტწილად ემპირიული იყო და ფასდებოდა სტუდენტური სესხების რეალური გავლენა ეკონომიკაზე თუ ინდივიდუალურ მსესხებლებზე. მათემატიკის ობიექტივიდან ძალიან ცოტა კვლევა ჩატარდა საუკეთესო სტრატეგიის შესახებ, რომელიც სესხის მქონე სტუდენტმა უნდა გამოიყენოს.

ამასთან, მკვლევრებმა აღმოაჩინეს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ სამეცნიერო ლიტერატურაში და ამავდროულად, მსესხებელს საზრიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ. “ჩვენ მაქსიმალურად მარტივი მოდელი შევქმენით. მრავალი სტუდენტისთვის ეს ფულის დაზოგვის საუკეთესო გზა იქნება” – აღნიშნა ჰუანგმა.

საგულისხმოა, რომ მკვლევრები უკვე მათი მოდელის გაუმჯობესების გზებს განიხილავენ. მათ სურთ, ცხოვრების წესის ისეთი ცვლილებები განიხილონ, რომლებმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მსესხებლის მიერ სესხების დაფარვის მოტივაციაზე – როგორიცაა, მაგალითად, ქორწინება, სახლის ყიდვა თუ შვილების შეძენა.

სალომე გორგილაძე – ქართველი ანტრეპრენერი, რომელიც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია

ნახეთ: რამდენიმე სახალისო კადრი 2021 წლის ველური ბუნების კომიკური ფოტოგრაფიის კონკურსიდან