in

„Studfest 2023 – პირველი ნაბიჯები კარიერაში“ – Unijobs.ge-ს ღონისძიება სტუდენტებისთვის

2023 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო სტამბაში ქართულმა სტარტაპმა, Unijobs-მა StudFest 2023-ს უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსტიტეტის 100-ამდე სტუდენტი დაესწრო. StudFest-ის მთავარი თემა იყო – „პირველი ნაბიჯები კარიერაში“. ღონისძიებაზე სპიკერებმა ისაუბრეს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც კარიერის დაგეგმვას, საჭირო უნარების იდენტიფიცირებასა და პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობას შეეხებოდა.

ღონისძიებაზე სპიკერების რანგში წარდგნენ:

ელენე ქოჩქიანი – Unijobs-ის ოპერაციული დირექტორი.

გენო ძიძიგური – სასტუმრო Crowne Plaza Borjomi; Tskaltubo Plaza და სასტუმრო Ginger-ის HR დირექტორი.

ირმა ოქროპირიძე –  მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, HR ექსპერტი, ბიზნესტრენერი, პროფესიული და პიროვნული განვითარების ქოუჩი.

მარიამ ჩადუნელი – აჭარა ჰოსფითალითის რეკრუტინგის მენეჯერი.

ლიკა დგებუაძე – ევოლუშენ საქართველოს საოპერაციო ხელმძღვანელი.

Unijobs.ge არის დასაქმების პლატფორმა, რომლის მიზანია ისეთი აპლიკანტების დასაქმების ხელშეწყობა, ვისაც ლიმიტირებული სამუშაო გამოცდილება აქვს.

„უკვე 7 თვეა, რაც Unijobs.ge ფუნქციონირებს და ჩვენი გუნდი 5 ადამიანისგან შედგება.

„Unijobs-ის მიზანი ყოველთვის იყო კომპანიებისთვის იმ აპლიკანტების ღირებულება დაგვენახებინა, ვისაც შესაძლოა კონკრეტული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ აქვს უნარები და პოტენციალი, რომ ისწავლოს და განვითარდეს. ჩვენს გუნდშიც სწორედ ასეთი ადამიანები გავერთიანდით, ვინც საერთოდ სხვა მიმართულებით ვმუშაობდით ან ვსწავლობდით და, ფაქტობრივად, თავიდან გადავდგით კარიერული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ სტარტაპის შექმნის პირველი 7 თვის განმავლობაში, დავიწყეთ თანამშრომლობა 150-ამდე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო კომპანიასთან და 50-ამდე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებთან უშუალო კომუნიკაცია გვაქვს, ზუსტად გვესმის მათი საჭიროებები და მოლოდინები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პირველი StudFest-ის მთავარი თემაც მათთვის ყველაზე საინტერესო საკითხი – კარიერის პირველი ნაბიჯების შესახებ რჩევები ყოფილიყო“, – ელენე ქოჩქიანი, Unijobs-ის ოპერაციული დირექტორი.

[პარტნიორის კონტენტი]

LinkedIn-ს ახალი AI ჩეტბოტი ემატება — რა შეუძლია მას?

პოსტერები მომავლის დისტოპიური სუპერმარკეტიდან