არც ერთი წარმატებული ადამიანი უმოქმედოდ არ ჩერდება. გაიხსენეთ თქვენთვის მისაბაძი ნებისმიერი პიროვნება. ნახავთ, რომ ძირითადი საქმიანობის გარდა, დღის მანძილზე, გონებრივად თუ ფიზიკურად ვარჯიშობენ. ეს, ერთგვარი, რიტუალია. ბოლო კვლევებითაც დადასტურდა, რომ ვარჯიში აუცილებელია.

არ ვარჯიშობთ? ეს მოწევაზე უარესია.
Cleveland Clinic Foundation (ოჰაიო)-ის სპეციალისტებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეისწავლეს. კვლევაში 122,007 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა, ფიტნესით დაკავებულთა შორის, გარდაცვალების საშიშროება ძალიან დაბალი იყო. მეტიც, კვლევით დადასტურდა, რომ ვინც არ ვარჯიშობს, სიკვდილიანობის გაცილებით მაღალ რისკის ჯგუფშია, ვიდრე მწეველები, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ხალხი.
აუცილებელი არ არის ფიტნეს კლუბში, წინასწარ გაწერილი პროგრამით და სრული დატვირთვით ვარჯიში. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი სტივენ ჰენდელი თავის წიგნში წერს, ცნობიერება ყველაფერს ითვალისწინებს. მისი აზრით, მთავარია დამოკიდებულება; სურვილი, რომ გინდოდეთ ვარჯიში. ამბობს, რომ დღის მანძილზე, სულ უმოქმედობას, ბურთის სროლა, რამდენიმე აზიდვის ან, ძილის წინ, „ჩაჯდომების“ გაკეთება ნამდვილად სჯობს. ესეც საკმარისი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, სისტემატიურად, სატრენაჟორო დარბაზში სიარულს ვერ მოახერხებთ.
მნიშვნელოვანია ვარჯიშის ხანგრძლივობა. მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით, ნაკლებად ნავარჯიშები და მოდუნებული კუნთოვანი სისტემის მქონე ადამიანების უეცარი სიკვდილიანობის რისკი მაღალია – 50%-ით აღემატება მათი გარდაცვალების მაჩვენებელს, ვინც პერმანენტულად ვარჯიშობს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დასკვნით კი, ყოველ დღე, 20 წუთიანი ვარჯიშიც საკმარისია, რომ ჯანმრთელად იცხოვროთ.
წყარო: Inc.com










