როცა ახალი პოსტერისა თუ ჟურნალის რეკლამის შემუშავების დრო მოვიდა, გორო მიაძაკის, რომელსაც Ghibli Park-ის ინიციატივებიდან უმრავლესობა ეკუთვნის, არ უნდოდა ქაღალდის ფურცელზე უბრალოდ პარკის ლოგო დაეხატა… რაღაც უფრო სახალისო და შემოქმედებითი სურდა. შედეგად კი ილუსტრირებული სამაგიდო თამაში შემოგვთავაზა. თანაც უფასოდ! უბრალოდ პრინტერი, მაკრატელი და წებო დაგჭირდებათ.
პოსტერი Ghibli Park-ის ვებგვერდის მისამართს, QR კოდს და შეხსენებას მოიცავს, რომ ბილეთების დაჯავშნა ყოველი თვის 10 რიცხვამდეა შესაძლებელი, დანარჩენი ნაწილი კი თამაშს ეთმობა:
ხოლო მაკრატელი და წებო ქვემოთ მოცემული სათამაშო ფიგურების დასამზადებლად დაგჭირდებათ:
Ghibli Park-ის თამაში sugoroku-ს კატეგორიას მიეკუთვნება, პოპულარულ, მარტივად სათამაშო თამაშს, რომელშიც უბრალოდ კამათელს გააგორებთ და კონკრეტული მაჩვენებლით წაიწევთ წინ, შემდგომ კი მითითებებს მიჰყვებით. ვინც პირველი მიაღწევს მიზანს, ის იქნება გამარჯვებულიც. მართალია, 4 მოთამაშეზეა გათვლილი, მაგრამ ამბობენ, რომ რეალურად რამდენი მოთამაშეც გსურთ, იმდენი შეგიძლიათ, გყავდეთ.
სამაგიდო თამაშის PDF ვერსია კი აი, ამ ლინკზეა ხელმისაწვდომი. ხოლო, თუ იაპონური არ იცით, თამაშის წესების ინგლისურ ვარიანტსაც გაგიზიარებთ.