დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემები ხშირად მარტივი პროცესებით იქმნება – ადამიანები ერთ სივრცეში იკრიბებიან, ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ და ამყარებენ კავშირებს, რომლებიც დროთა განმავლობაში რეალურ ინოვაციებად, ახალ ბიზნესებად და შესაძლებლობებად გარდაიქმნება.
სწორედ ასეთი კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს დღეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური ღონისძიებები. ამ გლობალური მოძრაობის ნაწილი უკვე თბილისიცაა. 19-21 ივნისს გამართულმა Global Tech Weekend Tbilisi 2026-მა, რომლის მთავარი პარტნიორი „სტუდიო ლიბერთი” გახლდათ, კიდევ ერთხელ აქცია საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების შეხვედრის ადგილად.
Global Tech Weekend Tbilisi წელს უკვე მეორედ და გაცილებით მასშტაბურად გაიმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისი იქცა სივრცედ, სადაც ტექნოლოგიაზე საუბარი საკონფერენციო დარბაზებს გასცდა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში ათასობით მონაწილე, საერთაშორისო სპიკერი, ინვესტორი, სტარტაპების დამფუძნებელი, ინდუსტრიის ლიდერი თუ საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი გააერთიანა.
მსოფლიოს ტექნოლოგიური ჰაბები სწორედ ასეთი პლატფორმების გარშემო ყალიბდება – ადგილებში, სადაც იდეები, კაპიტალი და გამოცდილება ერთმანეთს ხვდება. ამიტომ ნებისმიერი ქვეყნისთვის და, მათ შორის საქართველოსთვის, მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმე დღის პროგრამით არ განისაზღვრება. ის ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის წარმოჩენას, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.
ამ ხედვამ გააერთიანა Global Tech Weekend Tbilisi და მისი მთავარი პარტნიორი – სტუდიო ლიბერთი – სივრცე, რომელიც პირადი და ბიზნესინტერესების გადაკვეთის წერტილზე შეიქმნა და რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინოვაციას, ცოდნის გაცვლასა და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამიტომ, მისი როლი ღონისძიებაში მხოლოდ მხარდაჭერით არ შემოფარგლულა.
Global Tech Weekend-ის მთავარ სცენაზე ლიბერთის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლომაძემ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აუდიტორიას გაუზიარა, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და ციფრული გადაწყვეტილებები თანამედროვე ფინანსურ სექტორსა და მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებას.
მნიშვნელოვანი გლობალური ინოვაციების პლატფორმების ყველაზე ღირებული შედეგები ხშირად ღონისძიების დასრულების შემდეგ იკვეთება. შესაბამისად, Global Tech Weekend Tbilisi-სა და სტუდიო ლიბერთის პარტნიორობა სცდება ერთი კონკრეტული ინიციატივის მხარდაჭერას და წარმოადგენს ინვესტიციას იმ გარემოს განვითარებაში, სადაც ტექნოლოგია, ბიზნესი და ადამიანები ერთმანეთისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.
[პარტნიორის კონტენტი]













