სტუდიო ლიბერთიმ და Mastercard-მა ქართველ მომხმარებელს წარუდგინეს პრემიუმ პროდუქტი – Top|Card Black Edition, რომელიც Mastercard-ის პირველი World Black Edition ბარათია საქართველოში. ბარათი აერთიანებს ფინანსურ მოქნილობასა და პრემიუმ სამოგზაურო სერვისებზე წვდომას, რაც მის მფლობელებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს. 13-31 მაისის პერიოდში, Top|Card Black Edition-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გამორჩეული შეთავაზებით – ავიაბილეთების შეძენისას tktfly.ge-ზე მიიღონ 200-ლარიანი ქეშბექი და საფასური 3 თვეზე უპროცენტოდ გადაანაწილონ. ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის და უზრუნველყოფს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორიცაა უფასო Lounge Key ვიზიტები, Fast Track მომსახურება საერთაშორისო აეროპორტებში, მობილური ინტერნეტი და სამოგზაურო დაზღვევა. დეტალურად ამ პროდუქტსა და მის შესაძლებლობებზე გვესაუბრებიან Mastercard, სტუდიო ლიბერთისა და TKTFLY.ge-ის წარმომადგენლები: Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში – დავით ზღუდაძე, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლედი კოჭლამაზაშვილი და tnet-ის CPO ნიკა ჩილინდრიშვილი.
M: რა გამოარჩევს Top|Card Black Edition-ს Mastercard-ს სხვა პრემიუმ პროდუქტებისგან და რა უნიკალურ ღირებულებას სთავაზობს ის ქართველ მომხმარებელს?
დავით ზღუდაძე: Top|Card Black Edition Mastercard ერთგვარი მიქსია – ის აერთიანებს როგორც პრემიუმ საკრედიტო ბარათის, ასევე ლოიალურობის ბარათის საუკეთესო თვისებებს. მისი გამორჩეულობა ისაა, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ შეღავათებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ – მათ შორისაა გადავადებული გადახდის სერვისი 0%-ით, პრიორიტეტული მომსახურება აეროპორტებში, ექსკლუზიური ფასდაკლებები და სამოგზაურო შეთავაზებები. ეს ბარათი არა მხოლოდ გადახდის საშუალებაა, არამედ მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშემწყობია.
M: თქვენი შეფასებით, როგორია ქართული ბაზრის მზაობა ამ ტიპის პრემიუმ საკრედიტო პროდუქტების მიმართ და რა ტენდენციებს ხედავთ ამ მიმართულებით?
დავით ზღუდაძე: ბოლო წლების განმავლობაში, ქართველი მომხმარებელი ძალიან გაიზარდა და საგრძნობლად დაინტერესდა პრემიუმ პროდუქტებით – იზრდება მოთხოვნა არა მხოლოდ ფუნქციურობაზე, არამედ გამოცდილებაზე, რომელსაც ბარათი თუ ნებისმიერი ტიპის საბანკო პროდუქტი სთავაზობს. ბაზარი მიემართება ხარისხიან სერვისზე ორიენტირებული პროდუქტებისკენ, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები მზად არიან გადაიხადონ მეტიც, თუ სანაცვლოდ მიიღებენ კომფორტს, პრივილეგიებსა და ღირებულ შეთავაზებებს. სწორედ ამ ტენდენციის პასუხია Top|Card Black Edition – პროდუქტი, რომელიც დღევანდელი მომხმარებლის მოლოდინებს პასუხობს.
M: როგორ პასუხობს Top|Card Black Edition-ის ახალი კამპანია მომხმარებლების საჭიროებებს?
ლედი კოჭლამაზაშვილი: Top|Card-ის Black Edition შექმნილია ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური თავისუფლება, ასევე ხარისხიანი გამოცდილება.
პროდუქტის ბაზარზე წარდგენის კამპანია სწორედ ამ ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით დაიგეგმა – ბარათის მფლობელს აქვს შესაძლებლობა დაგეგმოს მოგზაურობა, შეიძინოს ავიაბილეთები TKTFLY.ge-ზე, ავიაბილეთის ხარჯი 3 თვეზე უპროცენტოდ გადაინაწილოს და აქციის ფარგლებში, 200 ლარი ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნოს. Top|Card Black Edition-ის ბარათის აღებისთანავე, ბარათზე არსებული ბრუნვის მიუხედავად, ბარათის მფლობელები მყისიერად სარგებლობენ ყველა სამოგზაურო უპირატესობით – მათ შორის 10 უფასო ვიზიტი ლაუნჯში და 10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში, საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა, რეისის გადადების და ბარგის დაკარგვის დაზღვევა, ინტერნეტი საჩუქრად, მუდმივი ფასდაკლებები და შეთავაზებები.
M: რამდენად მნიშვნელოვანია პრემიუმ საბანკო მომსახურებაში lifestyle კომპონენტი?
ლედი კოჭლამაზაშვილი: დღეს, პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლის საჭიროებები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალი საკრედიტო ლიმიტით ან ბარათის ელეგანტური დიზაინით. მომხმარებელს აქვს მოლოდინი, რომ პრემიუმ ბრენდთან შეხებისას მიიღებს გამოცდილებას, რომელიც მიესადაგება მისი ცხოვრების სტილს, ღირებულებებს და მიზნებს.
სტუდიო ლიბერთი სცდება სტანდარტული საბანკო მომსახურების ჩარჩოებს და წარმოადგენს სივრცეს, სადაც მომხმარებელი ფინანსურ სერვისებთან ერთად იღებს სრულყოფილ გამოცდილებას – პერსონალურად მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს პირადი და მისი ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით, გლობალურ სამოგზაურო უპირატესობებს, წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით ცხოვრების სტილზე მორგებულ შეთავაზებებს და რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ მომსახურებას სტუდიო ლიბერთის უნიკალურ მულტიფუნქციურ სივრცეში.
M: რა განსაკუთრებულ სარგებელს სთავაზობს Top|Card Black Edition-ის მიმდინარე კამპანია სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს?
ლედი კოჭლამაზაშვილი: ეს არ არის მხოლოდ ახალი ტიპის ბარათის ბაზარზე წარდგენის კამპანია – ჩვენი მიზანია, სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის შევქმნათ სრულყოფილი სამოგზაურო გამოცდილება, სადაც ხარისხიანი მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღება და შესრულება შესაძლებელია სპონტანურადაც კი, ფინანსური გეგმების გადახედვის გარეშე – რადგან ბარათი ხარჯის გადანაწილების შესაძლებლობას იძლევა.
მომხმარებელი იღებს რეალურს სარგებელს ქეშბექის სახით, სარგებლობს ფინანსური თავისუფლებით და ამავდროულად, სარგებლობს პრემიუმ სამოგზაურო უპირატესობებით.
M: როგორ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით Top|Card Black Edition-ის პირველი პარტნიორი?
ნიკა ჩილინდრიშვილი: ჩვენთვის, როგორც ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ფეხი ავუწყოთ ბაზარს და პირველებმა დავნერგოთ სიახლეები, მათ შორის გადახდების კუთხით, რასაც თინეთის პლატფორმები, პარტნიორებთან ერთად, უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გავხდით Top|Card Black Edition-ის პირველი პარტნიორები და მომხმარებლებს ავიაბილეთების შეძენისას დამატებითი უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობა მივეცით.
M: რა უპირატესობები აქვს მომხმარებელს, როდესაც ავიაბილეთებს Top|Card Black Edition-ით იძენს TKTFLY.GE-ზე?
ნიკა ჩილინდრიშვილი: გარდა იმ მრავალი სარგებლისა, რომელიც აღნიშნულ ბარათს მოგზაურობისას აქვს, სააქციო პერიოდში, ავიაბილეთის TKTFLY.GE-ზე შეძენისას, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაიბრუნონ თანხის 100%, მაქსიმუმ 200 ლარი მომენტალურად. TKTFLY.GE-ზე ავიაბილეთის მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, ეროვნულ ვალუტაში, კურსთა შორის სხვაობის გარეშე შეძენაა შესაძლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს, ფრენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ქართულენოვანი, 24-საათიანი მხარდაჭერის გუნდი ემსახურება.
M: რა მოლოდინები გაქვთ ამ თანამშრომლობიდან და როგორია ერთობლივი მიზნები?
ნიკა ჩილინდრიშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი იქნება ორივე მხარისთვის წარმატებული. ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და მომავალში სურვილი გვაქვს, ჩვენი სხვა პლატფორმებიც გახდნენ Top|Card Black Edition-ის ერთგული პარტნიორები.
[R]