80-იანებში მანჰეტენის 54-ში ყველაზე მასშტაბური და ამავდროულად ექსკლუზიური წვეულებები იმართებოდა. დისკო კლუბში, რომელსაც სწორედ მდებარეობიდან გამომდინარე ეწოდა სტუდია 54, როგორც ჰყვებიან, ღამეებს, არც მეტი არც ნაკლები, ენდი უორჰოლი, დევიდ ბოუი, დაიანა როსი და სხვა მეგა სტარები ათენებდნენ. მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, 80-იანების დისკოს თემატიკითა და მასშტაბური წვეულებებისა თუ გარდასახვისა და ექსტავაგანტულობის სიყვარულის ინსპირაციით, თბილისის ცენტრში მდებარე, ამ შემთხვევაში, გადაღებებზე ორიენტირებულ სტუდიას ეს სახელი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების გამო დაარქვეს.
თანამედროვე სტუდია 54 სრულად აღჭურვილია ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის და მხოლოდ თქვენს ინსპირირებულ თავებსღა ელის — არ აქვს მნიშვნელობა, პირადი ფოტოსესია გსურთ თუ პროფესიონალურად გადაღებულ-დამონტაჟებული ვიდეო — სტუდია ყოველთვის მზადაა პროფესიონალური პროდუქტის შესაქმნელად.
სტუდია 54-ის მოწყობა და მისი შესაძლებლობები:
- 23 კვ/მ ციკლორამა, რომლის ფონიც შენი ფანტაზიის მსგავსად უსასრულოა;
- RBG განათება, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც შენი სურვილები;
ფერადი ფონები:
- შავი, რადგან black is always elegant;
- ვარდისფერი, რადგან ზოგჯერ სამყარო ზედმეტად ნაცრისფერია;
- მწვანე — იმ შემთხვევისთვის თუ რეალობა განსაკუთრებით მობეზრებული გაქვს.
კომფორტული მისაღები და მოსაცდელი სივრცე გემრიელი ყავითა და სურვილისამებრ კარგი კომპანიით.
გადასაღები სივრცის გარდა, კიდევ ერთი უდიდესი კომფორტი, რომელსაც სტუდია 54 გთავაზობთ, არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა, კრეატიული სააგენტო ხართ თუ ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი — როგორიც უნდა იყოს დაკვეთა, სტუდია 54-ის გუნდს კამერა, განათებები და პოსტ-პროდაქშენისთვის საჭირო tool-ები სულ ხელთ აქვს, როგორც თავად ამბობენ — „მთავარია იდეა და სურვილი, დანარჩენი ჩვენზე იყოს ;)”
როგორც აღვნიშნე, სტუდია მდებარეობს ქალაქის ცენტრში და გელოდება შენ — არ აქვს მნიშვნელობა, დღე იქნება ეს თუ ღამე, რადგან მანჰეტენის სტუდიის მსგავსად, გრძელი ღამეები აქ მოკლეა, ამის „სპონსორი“ კი სტუდიის მთავარი განათება — daylight-ია.
კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად და უკვე ჯავშნების გასაკეთებლად, ეწვიე სტუდიის facebook-ის ან instagram -ის გვერდებს ან გაიგე კიდევ უფრო მეტი ვებგვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]