Facebook, მომხმარებლებს, მათი მონაცემების გამოყენების სანაცვლოდ, თანხას გადაუხდის. ამისთვის, კომპანიამ, სპეციალური აპლიკაცია Study fromFacebook შექმნა.
აქ თავს მოიყრის სხვადასხვა მონაცემი, რომელსაც სოციალური ქსელის მენეჯმენტი, კვლევებისთვის გამოიყენებს – აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, Facebook მიიღეს ინფორმაციას, სხვა რა პროგრამებით სარგებლობს მომხმარებელი და ყველაზე ხშირად რომელ ფუქნციებს იყენებს. Study fromFacebook-ით, კომპანია, ასევე გაიგებს, რა დროს უთმობს თითოეული მათგანი კონრეტულ პროგრამას.
ცხადია, აპლიკაციის გადმოწერა და მისი გამოყენება, ნებაყოფლობითია. ამით, მომხამრებლები, Facebook-ს საკუთარ მონაცემებს აძლევენ და იმაზეც თანახმა არიან, კომპანიამ ეს ინფორმაცია გამოიყენოს.
კვლევაში მონაწილეობა და აპლიკაციის გადმოწერა მხოლოდ სრულწლოვან მომხმარებლებს შეუძლიათ და როგორც კომპანიის მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უარის თქმა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.