არაერთ ოჯახში დღემდე რომ ინახება რელიკვიად, დენდი, პოლაროიდი, ფლოპ-დისკი თუ სხვა ნივთები, 90-იანების ბნელ, მაგრამ მაინც ტკბილ დროს გვახსენებს. თუკი კომპიუტერის თაგვიდან ის რეზინის მძიმე ბურთი ამოგიღიათ სათამაშოდ, ან კასეტის ჩახვეული ლენტი ფანქრით გაგისწორებიათ, ტეტრისი და სნეიქი დაღამებამდე გითამაშიათ, ეს ნივთები ალბათ თქვენც მოგგვრით ღიმილს. გადაავლეთ თვალი და კომენტარებში დაგვიტოვეთ იმ ნივთების ფოტოები, რომლებიც თქვენ გახსენებთ 90-იანებს.





























