in

ფოლკ ჯგუფი „სტუმარი“ ახალ ალბომს აქვეყნებს


ქართული აკუსტიკური ფოლკ ჯგუფი „სტუმარი“ ახალ ალბომს „1227 მ ზღვის დონიდან“ აქვეყნებს. 9 სიმღერისგან შემდგარი ალბომი ჯგუფის უკვე ნაცნობ და ახალ სიმღერებს მოიცავს.

ჯგუფი “სტუმარი” 2002 წელს ჩამოყალიბდა. 2004 წელს მათ პირველი ალბომი „ბეწვის ხიდი” გამოაქვეყნეს, რომელსაც 2009 წელს მეორე ალბომი „დილა“ მოჰყვა. სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა იცვლებოდა, თუმცა უცვლელია მათი მუსიკალური მიმართულება, მშვიდი, ქართულ მოტივებზე დაფუძნებული აკუსტიკური სიმღერები.


როგორი იქნებოდა ცნობილი რეჟისორების მიერ შექმნილი სამუშაო ოფისები?

როგორ ავიცილოთ შეცდომები, რომლებსაც სტარტაპები ყველაზე ხშირად უშვებენ?