სტუმარმასპინძლობის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მზარდი გლობალური მიმართულებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტურისტულ სექტორს, სერვისებსა, თუ მომსახურებებს აერთიანებს.
ფოკუსირებით მომხმარებელთა კომფორტსა და კმაყოფილებაზე, ინდუსტრია სტუმრებისთვის საუკეთესო, დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნაზე ორიენტირდება.
მიუხედავად სექტორის მრავალფეროვნებისა, სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ოთხ დომინანტურ კატეგორიას გამოყოფენ:
- Travel & Tourism (სასტუმროები, სატრანსპორტო საშუალებები, ტურისტული კომპანიები)
- Lodging & Accomodation (სუიტები, კურორტები, სასტუმროები, მოტელები, პრივატული საკუთრებები)
- Entertainment & Recreation (კაზინოები, შოპინგ ცენტრები, გასართობი ცენტრები, კინო-თეატრები)
- Food & Beverages (რესტორნები, ქეითერინგ ბიზნესები, გასტრონომიული სივრცეები)
დივერსიფიცირებული სერვისებით როგორც დასასვენებელი, ისე საქმიანი, გასტრონომიული, ველნეს თუ სხვა არაერთი ტიპის მოგზაურობისთვის – სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ბრენდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ცნობილი და გამოცდილი ბრენდი დამსვენებლისთვის თანმიმდევრულ პრემიალურ ხარისხთან, უსაფრთხოებასა და მაღალი სტანდარტის სერვისებთან ასოცირდება, რაც ერთგვარ უპირატესობად იქცევა ბრენდსა და მომხმარებელს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში.
ვინაიდან კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალია, ხოლო ბრენდები მუდმივად ვითარდებიან მოგზაურების ცვალებადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სტუმრებისთვის გამორჩეული შეთავაზებების პოზიციონირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
დღევანდელ სტატიაში სტუმარმასპინძლობის ბაზრის სამ წამყვან სასტუმრო ბრენდზე: Marriott International-ზე, Wyndham Hotels & Resorts-სა და Hyatt Centric-ზე ვისაუბრებთ. თითოეული მათგანი მრავალფეროვან აუდიტორიას ემსახურება და ამ სფეროში უნიკალური ხედვა გამოარჩევს.
Marriott International

141 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, Marriott International 30-ზე მეტი ბრენდის 8 900-მდე საკუთრებას მოიცავს. ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე Marriott 5 მიმართულების სასტუმრო ბრენდს აერთიანებს, როგორიცაა: Luxury, Premium, Select, Longer Stays და Collections.
Marriott-ის სასტუმროთა ქსელი თბილისის ცენტრალურ ლოკაციებზე, ხოლო ბათუმში ლენდმარკ პროექტ ალიანს ფრივილიჯში – 5*-იანი სასტუმრო Marriott-ისა და ალიანს პალასში Courtyard by Marriott-ის სახით არის წარმოდგენილი.
სამიზნე აუდიტორია
Marriott-ის თითოეული ქვებრენდი სტუმრებისთვის ინკლუზიურ გამოცდილებებს ქმნის. მასშტაბური პორტფელი ბრენდს საშუალებას აძლევს პრაქტიკულად ყველა ტიპის – როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამსვენებელს უმასპინძლოს.
ბრენდის უპირატესობა
- მსხვილი სტუმარმასპინძლობის პორტფელიდან გამომდინარე, Marriott International კონცეპტუალურად და სეგმენტურად ყველაზე დივერსიფიცირებულ ობიექტებს მოიცავს.
- წარმომადგენლობა მსოფლიოს 141-მდე ქვეყანაში ბრენდს საშუალებას აძლევს დაამყაროს გრძელვადიანი ურთიერთობა თავის დამსვენებლებთან, რომლებიც ისეთ სასტუმრო ობიექტებს ირჩევენ, რომელსაც ენდობიან.
- სასტუმრო ბრენდი დიზაინსა და კეთილმოწყობაში ირეკლავს დამსვენებლის მოთხოვნილებებსა, თუ პრეფერენციებს – როგორიცაა პრემიალური ინფრასტრუქტურა და ინტერიერი, 24-საათიანი ბიზნეს, თუ საკონფერენციო სივრცეები და ა.შ.
- Marriott International მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საბონუსე სისტემა Marriott Bonvoy-ს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ დამსვენებელს ქულების დაგროვება და მათი სპეციალურ შეთავაზებებში გადაცვლა შეუძლია.
Wyndham Hotels & Resorts
Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების ყველაზე დიდი ფრენშაიზორია მსოფლიოში, რომელიც გლობალური მასშტაბით 9300-მდე სასტუმროსა და 24 მრავალფეროვან ბრენდს აერთიანებს 95 ქვეყანაში.
აღსანიშნია, რომ ბრენდჰაუსი ბრენდული რეზიდენციების – Wyndham Grand Residences Tbilisi-ს სახით დედაქალაქში პირველად, თბილისის მულტიფუნქციურ პროექტ ალიანს ჰაილაინში იქნება წარმოდგენილი.
სამიზნე აუდიტორია
Wyndham Hotels & Resorts 6 სეგმენტის: Distinctive, Upscale, Lifestyle, Midscale, Value და Extended Stay ტიპის სასტუმრო ობიექტებს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც ბრენდი მომხმარებელთა მრავალფეროვან სეგმენტს – როგორც ლუქს კატეგორიის, ისე ბიუჯეტური დასვენების მოყვარულებს ემსახურება.
ბრენდის უპირატესობა
- სასტუმროების ყველაზე დიდი ფრენშაიზორი კომპანია მსოფლიოში, 6 კონტინენტზე წარმოდგენილ მრავალფეროვან სასტუმრო ობიექტებს აერთიანებს და ფრენშაიზინგის მოდელით, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიებს მიეკუთვნება.
- მთავარ ტურისტულ ლოკაციებზე წარმომადგენლობით, ამერიკული სტუმარმასპინძლობის გამოცდილი ბრენდის ფაიფლაინში 2000 ახალი სასტუმრო ობიექტი და 245 000 ახალი სასტუმრო ნომერია.
- ლოიალობის პროგრამა ბრენდჰაუსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ წევრს განსაკუთრებული ფასდაკლებებითა, თუ ბენეფიტებით სარგებლობა 9000-ზე მეტ სასტუმროში შეუძლია.
Hyatt Centric

Hyatt Centric უმსხვილესი ამერიკული სასტუმროთა ქსელის, Hyatt Hotels & Resorts-ის ბრენდია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 71 ქვეყნის 1200-ზე მეტ სასტუმრო ობიექტს აერთიანებს. სასტუმროთა ქსელი ძირითადად ოთხ კატეგორიად იყოფა: Timeless Collection, Boundless Collection, Independent Collection და Inclusive Collection.
კავკასიის რეგიონულ ბაზარზე, ამერიკული ბრენდჰაუსის სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi ექსკლუზიურად ბათუმის პრემიუმ ლოკაციაზე, ალიანს ცენტროპოლისში იქნება წარმოდგენილი.
სამიზნე აუდიტორია
Hyatt Centric-ის სამიზნე აუდიტორიას ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მოყვარული დამსვენებლები მიეკუთვნებიან, რომელთაც საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილების მიღება სურთ.
ბრენდის უპირატესობა
- ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობით, Hyatt Centric-ის თითოეულ დამსვენებელს, წვდომა აქვს ქალაქის მთავარ რეკრეაციულ, ტურისტულ ობიექტებზე, ადგილობრივ hotspot-ებსა და ა.შ.
- ბრენდის უპირატესობა ნომრების გამორჩეული, ე.წ. Guest-centric და ელეგანტური დიზაინია – რომელიც ირეკლავს ადგილობრივი ლოკაციის მნიშვნელოვან მახასიათებლებს და სტუმრისთვის ავთენტურ კულტურულ გამოცდილებებს უზრუნველყოფს.
- Hyatt Centric-ის კონცეფციის მიზანია, სტუმრები ქალაქის რიტმისა და მოვლენათა ეპიცენტრში მოახვედროს.
რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.











