in

სტუმარმასპინძლობის ბრენდების როლი საინვესტიციო უძრავ ქონებაში

გლობალური უძრავი ქონების ბაზარი, მსოფლიოს წამყვან ლოკაციებზე არაერთ წარმატებულ მულტიფუნქციურ პროექტს აერთიანებს.

გარდა გამორჩეული კონცეფციისა, თითოეულ მათგანს უნიკალური საინვესტიციო ნიშა და პერსპექტივები გამოარჩევს – თუმცაღა, არსებობს ერთი საკვანძო ფაქტორი, რომელიც მაღალსეგმენტური უძრავი ქონების წარმატებულობაზე განსაკუთრებით ზემოქმედებს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტენდენციად საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტებში საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის – სასტუმრო, თუ მენეჯმენტ ბრენდების ჩართულობა იქცა.

დღევანდელ სტატიაში მიმოვიხილავთ ამ ბრენდჰაუსთა მნიშვნელობასა და იმას, თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი საინვესტიციო უძრავი ქონების მიმზიდველობაზე.

ბაზრის სიღრმისეული ცოდნა

სტუმარმასპინძლობის ბრენდის პროფესიული გამოცდილება გლობალურ ინდუსტრიაში განაპირობებს უძრავი ქონების საოპერაციო, თუ საინვესტიციო პროცესების წარმატებით ნავიგაციას, რაც შედეგად საკუთრების მომგებიანობის ზრდასა და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

  • ინდუსტრიის გამოცდილება – მრავალწლიანი საოპერაციო გამოცდილების მქონე სტუმარმასპინძლობის ბრენდი, ფლობს ყველა მნიშვნელოვან რესურსსა და შესაძლებლობას, საკუთრების წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

სიღრმისეული ცოდნით, ბრენდჰაუსი სწრაფად ერგება ბაზრის ცვალებადობას , პირობებსა და მომხმარებელთა მოთხოვნებს, ხოლო საკუთრების უწყვეტ, საერთაშორისო სტანდარტზე დაფუძნებულ მართვას არაერთი გარემო ფაქტორის გათვალისწინებით ახორციელებს.

  • წვდომა ბრენდის კავშირებზე – ისეთ ცნობილ სასტუმრო, თუ მენეჯმენტ კომპანიებთან კოლაბორაციით როგორიცაა Marriott, Hilton Hotels & Resorts, Wyndham Hotels & Resorts, Highgate ან Aimbridge Hospitality-ია, ინვესტორი ფაქტობრივად თავად ხდება პროექტში წარმოდგენილი ბრენდჰაუსის პარტნიორი.

მათთან ასოცირებით სტუმარი წვდომას ბრენდის პერსონალურ კავშირებზე, მაღალსტატუსურ ნეთვორქზე, პარტნიორობებსა და ორგანიზაციებზე იღებს. 

  • Guest-centric მიდგომა– საერთაშორისო კალიბრის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სტუმარმასპინძლობის ბრენდი უძრავი ქონების ეფექტური საოპერაციო პროცესების მართვას ე.წ. Guest-centric – დამსვენებლის კმაყოფილებაზე ორიენტირით ახორციელებს.

ამ ტიპის უნიკალური ინსაითით, უზრუნველყოფილია სტუმრის მუდმივი კმაყოფილება, ინვესტორისთვის კი – შემოსავლის მაქსიმიზაცია.

საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება

 საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება, გლობალური პარტნიორობები და მუდმივი სწრაფვა პროგრესისკენ, გლობალური სასტუმრო თუ მენეჯმენტ კომპანიების გამორჩეული მახასიათებელია.

  • ინოვაცია და მდგრადობა – გამოცდილი საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ბრენდი ბაზარზე უნიკალურ ტენდენციებსა თუ სტანდარტებს ამკვიდრებს, რითაც სექტორის ინოვაციების სათავეში ექცევა.

ზემოხსენებული  ბრენდები მუდმივად ახორციელებენ ბაზრის მონიტორინგს, ახალი კონცეფციების, ტრენდებისა და ტექნოლოგიების მოძიებას – რითაც შემდგომ საოპერაციო პროცესების უმაღლესი სტანდარტით წარმართვას უზრუნველყოფენ. 

  • ლოიალობის პროგრამები – როგორც წესი, გამოცდილ ბრენდჰაუსებს ლოიალობის თანამედროვე პროგრამები აქვთ. სტუმრის კომფორტსა და პერსონალიზირებული გამოცდილების შექმნაზე ორიენტირით, სწორად განვითარებული ლოიალობის პროგრამა მომხმარებლის კმაყოფილებისა თუ პროექტის შემოსავლიანობის ზრდასა და კომპლექსის მუდმივ დატვირთულობას უზრუნველყოფს.

სწორი სტრუქტურით შედგენილი ლოიალობის პროგრამა ზრდის იმის ალბათობას, რომ დამსვენებელმა/მომხმარებელმა პროექტში ხელახალი ვიზიტი განახორციელოს, პარალელურად კი ბრენდთან ძლიერი კავშირი დაამყაროს. 

  • გლობალურ ბაზრებზე ინტეგრირება – საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ბრენდები დამსვენებლებსა თუ ინვესტორებს მსოფლიოს წამყვანი ქალაქებიდან იზიდავენ. ავტორიტეტული და გლობალურად აღიარებული ბრენდის პროექტში ინტეგრირებით, მესაკუთრე წვდომას ინტერნაციონალურ ბაზრებზე, მაღალშემოსავლიან მომხმარებელთა ჯგუფსა და კავშირებზე იღებს.

ბრენდის ღირებულება და საკუთრების ფასის ზრდა 

ინვესტირება კომპლექსში, რომელშიც საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია წარმოდგენილი, გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს ინვესტორისთვის – მაღალსტატუსურ ბრენდთან ასოციაცია, საგრძნობლად ზრდის უძრავი ქონების მიმზიდველობასა მისი ღირებულების მაჩვენებელს. 

  • აქტივებისა და საკუთრების მართვის სერვისები – სტუმარმასპინძლობის ბრენდები აქტივების მენეჯმენტის მრავალმხრივ მომსახურებას უზრუნველყოფენ, რაც ინვესტორს შემოსავლის მაქსიმიზაციაში ეხმარება. ეს სერვისები მოიცავს როგორც ქონების მოვლა-პატრონობასა და კეთილმოწყობას, ისე შემოსავლების მართვასა და სტრატეგიული გეგმის შედგენას.

აქტივების მენეჯმენტში ბრენდის გამოცდილების გამოყენებით ინვესტორებს ქონების კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. 

  • შემოსავლის ოპტიმიზაცია – არაერთი საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ცნობილი ბრენდის სასტუმროსა თუ კურორტულ ზონაში წარმომადგენლობით, საგრძნობლად იზრდება როგორც საკუთრების ღირებულება, ისე მისი დატვირთულობის მაჩვენებელი.

მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ბრენდი ერთგვარ უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს ინვესტორისთვის, რომელსაც სტაბილური შემოსავლის წყაროს ფორმირება უნიკალურ გარემოში სურს. 

  • მაღალი ქირავნობის და დატვირთულობის მაჩვენებელი – როგორც წესი, პრემიალური მომსახურებითა და სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლები უპირატესობას ისეთ კომპლექსებს ანიჭებენ, სადაც საერთაშორისო ბრენდჰაუსია წარმოდგენილი.

მაღალპროფილური სასტუმრო, თუ მენეჯმენტ კომპანიები ფართო მარკეტინგულ რესურსებს, საკომუნიკაციო და საოპერაციო პლატფორმებს ფლობენ, ხოლო Ბაზრის ტენდენციებისა თუ ჯავშნის პატერნების ანალიტიკით, სისტემის ოპტიმიზირებას შემოსავლის მაქსიმიზაციაზე ორიენტირით ახორციელებენ.

შეჯამება

სტუმარმასპინძლობის ბრენდების როლი საინვესტიციო უძრავ ქონებაში მრავალმხრივი და აუცილებელიც კია. ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის, მაღალრეპუტაციულ ბრენდთან თანამშრომლობა საგრძნობლად ამცირებს რისკებს და ზრდის შემოსავალს, რაც უპირობოდ უმნიშვნელოვანესია დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე. 


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

შექმენი თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე შენი ფავორიტი აქციების და ფონდების სია

„ბავშვების წარმოსახვის უნარი უსაზღვროა, ამიტომ ჩვენც ჩვენი პროდუქტებით ვცდილობთ მათ ავუწყოთ ფეხი“ — თამუნა ნოზაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი