17
Sep
2019

როგორ გავხდეთ საქართველოს “სტუმრად მასპინძელი”? – თიბისი დაზღვევის პროექტი

17 Sep 2019

ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე Ad Black Sea, კრეატიულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული დღესასწაულის გარდა, ქართული ტურიზმის პოპულარიზაციაშიც შეგიძლიათ წვლილის შეტანა. ინიციატივა ფესტივალის თითოეულ მონაწილეს საშუალებას აძლევს გახდეს საქართველოს კეთილი ნების ელჩი საზღვარგარეთ. ამგვარად, “თიბისი დაზღვევა” ტურიზმის განვითარების პროექტს Spend 4 Seasons In Georgia უერთდება. ფიქრმა, თუ როგორი სახით ჩართულიყვნენ ტურიზმის განვითარებაში, მარკეტინგის გუნდი მიიყვანა იდეამდე, სახელწოდებით “სტუმრად მასპინძელი”.

ვინ არის სტუმრად მასპინძელი?

წარმოიდგინეთ, რომ 484.8 ათასი (2018 წლის მონაცემებით) ადამიანი გადის ქვეყნის გარეთ, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით. ამ ადამიანების დახმარებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა შესაძლებელი. სტუმრად მასპინძელი არის ადამიანი, რომელსაც აქვს პასუხიმსგებლობა ქვეყნის წინაშე და თვლის, რომ მისი აქტიური ჩართულობა შედეგს მოახდენს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე. ყველა ასეთ ადამიანს, რომელსაც უყვარს მოგზაურობა და ამბების მოყოლა საქართველოზე, შეუძლია გახდეს სტუმრად-მასპინძელი.

რას გულისხმობს პროექტი?

ესაა ხელიდან ხელში, Word of mouth პრინციპით გადაცემული გულწრფელი ინფორმაცია. მოგზაურები საზღვარგარეთ სტუმრად ყოფნისას, ადგილობრივებს ხშირად უზიარებენ თავიანთ შეხედულებებს, ისტორიებს და აძლევენ რჩევებს, საქართველოში მოსანახულებელი ადგილების შესახებ.

გამოდის რომ, ყველა ვინც სამოგზაუროდ მივდივართ, სტუმრად ყოფნისას ვხდებით მასპინძლებიც. თიბისი დაზღვევამ, სწორედ ასეთი ურთიერთობების გასამყარებლად, შექმნა მარტივი და სიმბოლური სასაჩუქრე ნაკრები.

რას მოიცავს სასაჩუქრე ნაკრები?

ნაკრებს აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა. ის იყოფა 2 ნაწილად, რომელზეც სხვადასხვა ფერის სამაჯურებია. ერთი სამაჯური შენთვის და მეორე, შენი უცხოელი მეგობრისთვისაა. იმ მომენტში, როდესაც სტუმრად მყოფები, საქართველოში სამოგზაუროდ ჩვენს უცხოელ მეგობარს ვეპატიჟებით, საჩუქრად გადავცემთ სამაჯურს, რომელიც ერთგვარი “ძმად ან დად ნაფიცობის” თანამედროვე ვერსიაა. 

როგორ შემიძლია გავხდე სტუმრად მასპინძელი?

პირველ ეტაპზე, “სტუმრად მასპინძელის” შესახებ, Ad Black Sea-ზე გახდება ცნობილი. Ad Black Sea-ს ყველა მონაწილე მიიღებს ამ სასაჩუქრე ნაკრებს.

როგორ ჩავერთოთ კამპანიაში ისინი, ვინც Ad Black Sea-ზე არ ვართ?

კამპანიაში ჩართვა შეეძლება “თიბისი დაზღვევის” ყველა მომხარებელს, რომელიც სარგებლობს კომპანიის სამოგზაურო დაზღვევით და აქვს სურვილი გახდეს ქვეყნის ელჩი. ოქტომბრიდან, სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს ყველა, ვინც ბი ბოტის დახმარებით, შეიძენს “თიბისი დაზღვევის” სამოგზაურო დაზღვევას. სამომავლოდ, ეს გავრცელდება კომპანიის ყველა არხში: ვებგვერდზე tbcinsurance.ge, TBC-ის ინტერნეტ და მობაილ ბანკში.

[R]

განხილვა