in

სტუდენტები ნიუტონის კანონის წინააღმდეგ!

დღეს, 18 ივნისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge გაიმართება. მონაწილე გუნდები შეეცდებიან ნიუტონის კანონი დაამარცხონ და 15 მეტრის სიმაღლიდან კვერცხი ისე გადმოაგდონ, რომ მიწაზე უვნებელი დაეშვას.

gravity-students

შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენაა, რომლებიც თავის ორიგინალურობას და გამომგონებლობას კვერცხის საფრენის კონსტრუქციების შექმნით გამოავლენენ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს მიეცემათ დავალება ჩამოაყალიბონ სამკაციანი გუნდი, მოიფიქრონ საფრენი კონსტრუქცია (მქსიმუმ 5 კგ, 1x1x1 მ), სადაც განათავსებენ კვერცხს (53 გმ, M, L, XL) ისე, რომ 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

მონაწილე გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:
-კვერცხის მიწაზე უვნებლად უნდა დაეშვას
-კვერცხი აუცილებლად უნდა შეეხოს მიწას
-კვერცხი უნდა დაეშვას წინასწარ შეგანსაზღვრულ ადგილას
-გუნდის კრეატიულობა, საფრენი კოტრუქციის, გაფრენა/დაშვების ორიგინალურობა

შეფასების სქემა:
კვერცხი:
• დაზიანებულია=0
• გადარჩა=3
• გადარჩა და მიწას შეეხო=5
• გადარჩა და მიწას შეეხო კვერცხის დაშვების ზონაში=6
• კრეატიულობა=1-6
• ჯამური ქულა (მაქს.)=12

18 ივნისი 15:00 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზ. #33 გელოდებით 🙂

“გათავისუფლდი ზედმეტისაგან” – ბორჯომის ახალი რეკლამა ექსკლუზიურად მარკეტერზე

19 ადამიანი, ხელით შექმნილი 371 დეტალი და მუშაობაში გატარებული 336 საათი – როგორ დამზადდა კონსტანტას რეკლამა