9
Nov
2019

ტექნოლოგიები თეატრის სცენაზე და მის მიღმა – ამბები Startup Grind-იდან

9 Nov 2019

„აუცილებელი არაა, სტარტაპი ტექნოლოგიური იყოს, უბრალოდ, ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ერთჯერადი ინვესტიციით, ძალიან ბევრი პრობლემა გადავჭრათ“, – ამბობს Startup Grind Tbilisi-ს დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი.

Alta
Alta

რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – Startup Grind Tbilisi 9 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტექნოლოგიური სამიტი, რომელსაც 30-ზე მეტი საერთაშორისო დონის სპიკერი ჰყავს, 1500-ზე მეტი დელეგატი ესწრება და ქართულთან ერთად, სტარტაპებს, რეგიონის მასშტაბით, ქართველ თუ უცხოელ ინვესტორებთან პირდაპირ, უშუალო კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ.

წარმოდგენილი სტარტაპებიდან კი, ერთ-ერთი VREX შევარჩიეთ და კომპანიის დეველოპერს, თენგიზ კვეკვესკირს გავესაუბრეთ:

თენგიზმა ისიც თქვა, რომ ორი დღის განმავლობაში, მათი პროდუქტით არაერთი ინვესტორი დაინტერესდა და Startup Grind კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა კონსულტაციისა და იმედია, ფინანსების მოძიების კუთხითაც.

თავის მხრივ, გიორგი ტუხაშვილი ამბობს, რომ სტარტაპ საზოგადოების წევრები ერთმანეთს თუ არ დაეხმარებიან, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება გაგვიჭირდება. ღონისძიების როლს კი, ასე განსაზღვრავს:

გვინდა, გარემო შევქმნათ, სადაც ყველაფერი ბუნებრივად და ორგანულად მოხდება, მეწარმეობის განსავითარებლად“, – გიორგი ტუხაშვილი.

სწორედ ურთიერთდახმარების მნიშვნელობის გააზრებით, გადავწყვიტეთ, Startup Grind-ის პანელსდისკუსიის მონაწილის – ჯორჯ არისონის, იგივე ირაკლი არეშიძის გამოცდილება გაგვეზიარებინა.

ჯორჯი ამერიკაში მოღვაწე ბიზნესლიდერია, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2014 წლიდან, სან-ფრანცისკოში Shift Technologies-ს – მეორადი მანქანების ყიდვის ონლაინ პლატფორმას უძღვება.

ჯორჯ არისონი: „გვინდოდა, ამერიკაში მანქანის შეძენის ახალი და უფრო მარტივი გზა მოგვეძებნა. პრობლემის გადაწყვეტის ჩვენი მიდგომა გულისხმობს მომხმარებლის არა მაღაზიაში მისვლას, არამედ, მათთვის ავტომობილის სახლში მიყვანას.

თავიდან ამ საქმეს რომ ვიწყებდი, გააზრებული არ მქონდა, რომ ონლაინ პლატფორმის მუშაობისთვის 500 თანამშრომელი მეყოლებოდა და მი უფრო, მათგან გუნდში, ინჟინრებთან, ბუღალტრებთან, დიზაინერებსა და მენეჯერებთან ერთად, 203 მძღოლი და 70 მექანიკოსი იქნებოდა.

რეალურად, Shift-ის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა მანქანის ყიდვა მოვინდომე და სესხის ასაღებად ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯე. მინდოდა, ადამიანებისთვის სესხის აღება გამემარტივებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სესხის აღებამდე, ადამიანებს უფრო მეტად ის აწუხებდათ, სასურველი მანქანა სად და როგორ უნდა ეყიდათ. ამიტომ, ჯერ მათს ამ პრობლემის გადაჭრაზე ვიზრუნე და შემდეგ სესხის გამარტივებაც დადგა დღის წესრიგში.

კომპანია არასდროს განვითარდება ისე, შენ რომ გგონია (რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისები არსებობს, თუმცა მილიონში ერთი). მაგალითად, ვერ ვიფიქრებდი, რომ მე, როგორც მენეჯერს მომიწევდა მექანიკოსების მოტივაციაზე ზრუნვა. დღესდღეობით, ეს ჩემთვის გამოწვევაა. მათთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა კი, ვსწავლობ.

დღევანდელი მოცემულობა ასეთია: იმ დროს, როცა სესხის აღებას, დაახლოებით, 4 საათი და ფურცელზე ძალიან ბევრი ხელმოწერა სჭირდება, Shift-ის დამხარებით, ეს პროცესი 25 წუთიანია და ტელეფონითაც მოგვარებადი.

რა თქმა უნდა, ეს არ იმუშავებდა, მე რომ ავმდგარიყავი და პირდაპირ სესხის პრობლემის გადაჭრაზე მეზრუნა.

მთავარია, ცადო და ისწავლო… შემდეგ ისევ ცდა და სწავლა… რეცეპტი ასეთია“.

ჯორჯ არისონი

„სტარტაპ გრაინდი“ გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ადამიანებს, რომლებიც სტარტაპის შექმნას აპირებენ, ან სურთ, არსებული სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე კომპანიაში დასაქმება, ან უბრალოდ, მათგან სწავლა.

წელს, თბილისმა პირველ, ყველაზე დიდ საერთაშორისო სტარტაპ საზოგადოებას უმასპინძლა. გიორგი ტუხაშვილს თუ დავუჯერებთ, ღონისძიებას პოტენციალი აქვს, სილიკონ ველის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ ღონისძიებად იქცეს.

განხილვა