in

შტუტგარტი: „ეს ფორმა თანასწორობასა და ფაშიზმის თითოეული მსხვერპლის ხსოვნას ეძღვნება“

ამ ეკიპირებით კლუბი მხოლოდ ერთ მატჩს გამართავს.

გერმანიის ბუნდესლიგაში მონაწილე „შტუტგარტმა“ სპეციალური სათამაშო ფორმა წარადგინა. ამ ეკიპირებით კლუბი მხოლოდ ერთ მატჩს გამართავს, შვაბები მომდევნო სათამაშო ტურში საკუთარ მოედანზე, დღეს, „მაინცს“ უმასპინძლებენ.

სათამაშო ფორმა, დეტალები, გეტრები ცისარტყელის თემატიკითა და ფერებით არის გაფორმებული. თავის მხრივ, თემატიკა კლუბისა და ტექნიკური სპონსორის ლოგოებზეც აისახა. აღნიშნული ჟესტით, გერმანული კლუბი თანასწორობის იდეას უერთდება და ასევე, პატივს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ადამიანების ხსნოვნასაც მიაგებს.

გერმანული კლუბის შემოსვლას კომპანია Jako ახორციელებს. Special Edition Kit, ლიმიტირებული რაოდენობით, კლუბის ინტერნეტ მაღაზიაში გასაყიდად გუშინ გამოვიდა და გაიყიდა კიდეც. ღირებულება 79.99 ევრო იყო, რაოდენობა კი, სიმბოლურად, 1893. წელი, როცა საფეხბურთო კლუბი „შტუტგარტი“ დაარსდა.

Bolt Food პარტნიორი რესტორნებისთვის საკომისიოს აუქმებს!

როგორ ვუხელმძღვანელოთ გუნდს ეფექტურად, როდესაც ყველა გადაღლილია?