in

Subaru-ს „ლამაზი სიჩუმე“ ბუნებასთან კავშირის მნიშვნელობაზე გვიყვება

სუბარუს ახალი რეკლამა საუბრობს ბრენდის ვალდებულებაზე, გაარღვიოს ხელმისაწვდომობის ბარიერები. ამისათვის სიუჟეტის მთავარ გმირად The Last of Us-ის ვარსკვლავი, ემიზე ნომინირებული მსახიობი, კეივონ ვუდარდი გამოიყენეს — მისი პერსონაჟი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მთელ სამყაროსთან კავშირის დამყარება თითოეული ადამიანისთვის.

კრეატიული სააგენტო Carmichael Lynch-ის შემოქმედებითი ხედვის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად სწორედ ის ფაქტი იქცა, რომ მამა-შვილი ჟესტების ენით ამყარებს ერთმანეთთან კომუნიკაციას. ისინი სიმბოლურად ეწვევიან ადგილს, რომელსაც „ლამაზ სიჩუმეს“ უწოდებენ, რითაც ადამიანის თუ სამყაროს ყოველი მახასიათებლის მშვენიერებას უსვამენ ხაზს — იდეურად მიანიშნებენ იმაზე, რომ ყველაფერი თავისთავად ლამაზია.

გარდა მსგავსი ნარატივისა, ბრენდი თავისი მანქანის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს და იმას, თუ როგორ ეხმარება ის მომხმარებლებს, რათა ყოველდღიურობის საზღვრებს გასცდნენ. „ჩვენ ვალდებულნი ვართ, უსაფრთხო და ეფექტური მანქანები შევქმნათ, როგორიცაა Forester Wilderness. ვიმედოვნებთ, რომ მეტ ადამიანს შთავაგონებთ ბუნების საოცრებების აღმოჩენას“, — აღნიშნავს Subaru-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

4 ხელსაწყო, რომლებიც კონცენტრირებაში დაგეხმარებათ

რა უნდა იცოდეთ Threads-ზე, რომ გამოიყენოთ ის მარკეტინგული აქტივობისთვის