Subaru–მ ახალი 2017 წლის Impreza–სთვის ორი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. პირველ რგოლში, მშობლებისთვის ერთ–ერთი ყველაზე საამაყო და ამავდროულად მტკივნეული საკითხი გამოიყენა. სასწავლებლად სახლიდან წასასვლელი შვილები, მართლაც რომ ყველა მშობლის სუსტი წერტილია, მათი ჩაბარგების პროცესი კი მოგონებების მთელი ზღვა. მიუხედავად ასაკისა, ისინი ყოველთვის ბურთით მოთამაშე პატარა ბავშვად აღიქვამენ უკვე ზრდასრულ ცხოვრებასთან საბრძოლველად მომზადებულ პიროვნებას. თუმცა, მიუხედავად დიდი ნერვიულობისა, როდესაც შვილის ხელში ისეთი უსაფრთხო ავტომობილია, როგორიც Impreza–ია შეიძლება ითქვას, რომ ერთი თავის ტკივილით ნაკლებია.
https://www.youtube.com/watch?v=dU0jkP2cSV8
მეორე რგოლი ავტოსაგზაო შემთხვევას აღწერს. ცოლ–ქმარი უყურადღებობის გამო გზაზე მოულოდნელად გამოჩენილ სატვირთოს ეჯახება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის Impreza, როგორც კი ავტომობილი შესაძლო დაბრკოლებას სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით აღიქვამს, ის უმალვე ააქტიურებს დამუხრუჭების ავტომატურ სისტემას და ამგვარად, ყველა უსაფრთხოდ რჩება.
https://www.youtube.com/watch?v=b7SWCFQoMoA