in

რატომ შეგიძლიათ ანდოთ მოზარდებს Subaru-ს ახალი მოდელები

ავტომობილების რეკლამები მრავალფეროვანია, ამაზე ვერც ვიდავებთ. Subaru-მ კი ახალი მიდგომა გამოიყენა. სავსებით სერიოზული პრობლემა მხიარულად გადმოგვცა და მოაგვარა კიდეც. უფროსები ვნერვიულობთ, როდესაც ბავშვებს სხვადასხვა ნივთების არასათანადო გამოყენება სურთ. მაგალითად, ლაშქრობაში რუჩაგოს წაღება, ან გრძელთმიანი დის, საპარსი მანქანით ჩუმად გადაპარსვა, თხილამურებით კიბეებზე სრიალი, თუნდაც, აუზზე ბიჭთან ერთად წასვლა. ამ შენიშვნებს ლოგიკური გაგებით მოეკიდება ბავშვი თუ მშობელი სათანადოდ აუხსნის. ასეთივე ლოგიკური დასტურის მიღება შეუძლია მოზარდს, რომელსაც წვიმაში Subaru-თი სურს გამგზავრება. ერთადერთი, რასაც დაუბარებთ, დროულად სახლში დაბრუნებაა.

2016 წლის მოდელები Subaru EyeSight სისტემით იმდენად უსაფრთხოა, რომ მოზარდსაც შეიძლება მიანდოთ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან 2016 წელს გამოშვებული Forester, Impreza, Legacy, Outback, WRX და Crosstrek მოდელები. EyeSight  სისტემამ უმაღლესი შეფასება Top Safety Pick+ მიიღო IIHS-ს (Insurance Institute For Higway Safety) მიხედვით.

 

მიზნის მიღწევა გსურთ? გახდით მიმზიდველი!

მამაკაცი და კოსმეტიკა L’Oréal-ის ტონალური კრემის რეკლამაში