ცოტა ხნის წინ Subaru-მ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც მისი ერთ-ერთი ბოლო მოდელის, WRX 2023-ის შესაძლებლობებსა და კონცეფციას უსვამს ხაზს. ვიდეოში ავტომობილი შედარებულია იმ შეგრძნებებთან, რასაც ადამიანი ტრენაჟორებით ვარჯიშის დროს განიცდის: ადრენალინი, აჩქარებული პულსაცია, ძალის კონცენტრირება და სხვა…
კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ეს რეკლამა მომზადდა, WRXOUT ჰქვია, რაც ინგლისური WORKOUT-ის ინსპირაციითაა მოფიქრებული. კამპანია კანადაში გამოქვეყნდა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
მოტორსპორტისა და რალის სამყაროთი შთაგონებული ეს მოდელი სრულამძრავიანი სპორტული სედანია, რომელსაც აქვს ტრასაზე მორგებული საკიდარი. იგი მოქნილია სამართავად მაშინაც კი, თუ მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მოხვდით.
გარდა შესრულებისა, მანქანა აღჭურვილია ისეთი შიდა მახასიათებლებით, როგორებიცაა: ადვილად წასაკითხი მონიტორი, რომელიც დაგეხმარებათ საჭესთან მართვის დროს; სიჩქარის საზომი, ტაქომეტრი, გამაგრილებლის ტემპერატურისა და საწვავის საზომები.