რუსული სარეკლამო საგენტო Smetana-ს ვირუსულმა ვიდეომ 9 მილიონი მნახველი შეაგროვა. სარეკლამო რგოლი “ვინ დასვა საჭესთან?” გასული კვირის ყვლაზე პოპულარულ რეკლამად აღიარეს, რუსეთში კი ვიდეო მნახველების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
წითური მანქანის გამტაცებლის ისტორია სუბარუსთვის გადაიღეს. რეკლამა არც რაიმე განსაკუთრებული ეფექტით და არც ვარსკვლავური შემადგენობით გამოირჩევა. მიუხედავად გადაღების ტექნიკის სიმარტივისა, ის მაინც ვირუსული ვიდეოების სიაში აღმოჩნდა.