Subaru–მ ახალი საინტერესო კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით Dark Sky. კომპანია კანადელ ხალხს მოუწოდებს საღამოობით სახლში ჯდომის ნაცვლად, ჩასხდნენ თავიანთ ავტომობილებში და დატკბნენ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის არაჩვეულებრივი ხედებით. ახალი კამპანიის ინსპირაციის წყარო თვითონ Subaru-ს ლოგო გახდა. კამპანიაში მონაწილეობის მსურველებს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე სასურველი ასტრონომიული ინფორმაციის მიღებაც შეუძლიათ.
არსებობს მილიონი მიზეზი იმისთვის, რომ სახლში დარჩე, თუმცა, კიდევ უფრო მეტი, რომ გახვიდე გარეთ. ვიდეორგოლში, რომელიც ამ კამპანიისთვის გადაიღეს, ერთი ჩვეულებრივი ოჯახი სწორედ იმ “უფრო მეტი მიზეზის” გამო ტოვებს მყუდრო გარემოს და პოულობს განუმეორებელ სანახაობას.
საინტერესოა, თუ შეუერთდება ამ ინიციატივას Subaru-ს ქართული ფანკლუბი?!