in

როგორ გამოვიმუშაოთ იდეები ძილის პროცესში – არაცნობიერთან კონტაქტის ტექნიკა ფსიქოლოგიის დოქტორისგან

ალბათ, გსმენიათ არაცნობიერის შესაძლებლობების შესახებ, ან გამოგიცდიათ, რამდენად ბევრი შეუძლია ამ ფარულ ცოდნას, რომელიც თქვენს სიღრმეში, „თავისთვის“ ცხოვრობს. ის არამხოლოდ ზრუნავს გაუცნობიერებელი ქმედებების, მათ შორის, სუნთქვის უწყვეტობაზე, ასევე, ამუშავებს ინფორმაციას სამყაროს შესახებ, აგროვებს გამოცდილებას, ამყარებს კავშირებს – ავლებს ხაზებს სხვადასხვა, თქვენთვის უცნობ წერტილებს შორის. „რაც უფრო მეტად ვიკვლევთ ტვინის ფუნქციონირებას, მით უფრო ვხვდებით, რომ ჩვენი ცნობიერი არის ძალიან მწირი ჯამი იმისა, რასაც ჩვენი ტვინი იღებს მთელი დროის განმავლობაში. გონებას კი, „ჩვენი ჩარევის გარეშეც“ აქვს იდეები. გაცნობიერებული შენ, რომელიც გაიელვებს ლოგიკურ და ყოველდღიურ ცხოვრებად, როდესაც იღვიძებ დილით, არის უმცირესი ნაწილი იმისა, რაც შენს გონებაში, ღრმად ხდება“, – ამბობს ნეირომეცნიერი – David Eagleman BBC-სთან საუბრისას.

ამ ფარული პროცესის დამსახურებით, ხანდახან, დილით, როცა შხაპს ვიღებთ და შამპუნით ვიქაფებთ თმას, ჩვენი არაცნობიერი გადმოანთხევს უეცარ, ინოვაციურ იდეას, ან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. თუ ეს პროცესი ჩვენი ჩარევისა და დირექტივების გარეშე, თავისთავად მიმდინარეობს, არსებობს თუ არა გზა იმისათვის, რომ გავხადოთ ჩვენი არაცნობიერი მეტად ნათელი და შემოქმედებით პროცესებში ჩართული? ფსიქოლოგიის დოქტორი, Benjamin P. Hardy ამტკიცებს, რომ არაცნობიერის სტიმულირებისთვის, მასთან კონტაქტისა და ყოველდღიურობაში მისი გაცნობიერებული ჩართვისთვის, საჭიროა მხოლოდ ორი ნაბიჯი, რომელიც დღე-ღამეში 20 წუთს წაგართმევთ:

10 წუთი დაძინებამდე
„არაცნობიერს შეუძლია გაგცეთ პასუხი თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებულ, მნიშვნელოვან კითხვებზე, თუმცა მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ აქტიურად ჰკითხავთ მათ შესახებ“, – წერს ჰარდი. „ეს ჩვეული პრაქტიკაა წარმატებული ადამიანების უმეტესობისთვის, უფრო კონკრეტულად კი, საქმე ძილის პროცესში, საკუთარი არაცნობიერის მუშაობის სტიმულირებისა და მართვას ეხება“.

როგორ უნდა გააკეთოთ იგივე? „გამოყავით მცირე დრო, სანამ დაძინებას დააპირებთ. დაფიქრდით და ჩამოწერეთ მიმართულებები, რომელთა შესრულებასაც ცდილობთ. დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე, ამ საკითხებთან დაკავშირებული კითხვა. დაწერეთ ეს კითხვები ფურცელზე. რაც უფრო სპეციფიკურია თქვენი კითხვები, მით უფრო ნათელი იქნება პასუხები. მანამ, სანამ გძინავთ, თქვენი არაცნობიერი გონება შეუდგება სამუშაოს“.

10 წუთი გაღვიძებიდან
ნუ ჩააფრინდებით თქვენს სმარტფონს, გაღვიძებისთანავე, შეამოწმეთ თქვენი არაცნობიერი მის ნაცვლად.
რამდენიმე წუთი, მას შემდეგ, რაც იღვიძებთ, თქვენი დღის ყველაზე კრეატიული მონაკვეთია და პრაიმ-თაიმი იმისათვის, რომ მოიმკათ თქვენი არაცნობიერის „ღამის სამუშაო“. უნდა გამოიყენოთ „ტვინის ნაგავსაყრელის პრინციპი“ – დაწეროთ ქაღალდზე ყველაფერი, რაც გონებაში მოგივათ. მათ შორის, იმ კითხვებთან დაკავშირებული აზრები, რომლებიც ჩამოწერეთ მანამ, სანამ დაიძინებდით. ეს ჟღერს მარტივად, თუმცა, ფსიქოლოგიის დოქტორი უშვებს, რომ პირველ ეტაპზე, ადამიანისთვის ეს შეიძლება იყოს უხერხული. „იმისათვის კი, რომ იყოთ დარწმუნებული საკუთარ პასუხებში, თქვენ გჭირდებათ ამ უნარის დამუშავება. დაგჭირდებათ რამდენიმე ცდა, რომ იყოთ ამ საქმეში გამოცდილი. თანმიმდევრული მოქმედებით კი, შეგიძლიათ გახდეთ თავისუფალი და ავტომატურიც კი, კრეატიული თუ ინტუიტიური აფეთქებების მიღწევის საკითხში“.

შედეგებს შეუძლიათ თქვენი გაკვირვება, უფრო სწორად კი, საკუთარ თავს შეუძლია გაგაკვირვოთ. „ეს მარტივი რუტინა დაგეხმარებათ გააანალიზოთ, საით გინდათ წასვლა და როგორ უნდა მიაღწიოთ „დანიშნულების ადგილს“.

ცდით ამ ტექნიკას, ამაღამ, დაძინებამდე?



ბათუმის ცენტრში “მაკდონალდსის” კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

ჰარი პოტერი 38 წლისაა! LEGO-ს უზარმაზარი ნაკრები ნამდვილი პოტერჰედებისთვის!