in

რა უპირატესობა აქვს გამოწერის მოდელს?

გამომწერებისთვის განკუთვნილი ბიზნესმოდელის მიმართ ინტერესი რეგულარულად იზრდება და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ის საკუთარ თავში მოიცავს სააბონენტო გადახდის პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას რეგულარული შემოსავალი აქვს მომხმარებლებისგან. ეს კი, თავის მხრივ, გრძელვადიან ურთიერთობას აყალიბებს სამიზნე აუდიტორიას, ბრენდს საშუალებას აძლევს გაზარდოს ლოიალობა და შეინარჩუნოს გამომწერები.

მათთვის, ვისაც გამოწერის მოდელის გამოყენება სურს, გამოწერის მართვის სტილის შერჩევა დასჭირდება, რათა მომხმარებლისთვის შეუფერხებელი გამოცდილება შექმნას. მაინც, რა სარგებელი აქვს გამოწერას?

პირველ რიგში, თავად გამოწერის ბიზნესმოდელი განვიხილოთ. ეს გახლავთ ბიზნესის სერვისების რეგულარული მიწოდების მოდელი, როდესაც პროდუქტებისა და მომსახურების სანაცვლოდ, აბონენტი, რეგულარულად იხდის გარკვეულ თანხას.

გამოწერის სერვისის არჩევისას, მომხმარებელს შესაზლებლობა აქვს თავად შეარჩიოს გადახდის ინტერვალი, იქნება ეს ყოველკვირეული, ყოველთვიური, წლიური თუ ინდივიდუალური. გამოწერის მოდელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს განაახლოს გამოწერა, შეცვალოს შესყიდვა, დაამატოს პროდუქტები ან სერვისები, ან სულაც, გააუქმოს გამოწერა.

ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ბრენდებს საშუალებას აძლევს განმეორებითად იურთიერთონ მომხმარებლებთან. ბევრი მყიდველი ავრცელებს ინფორმაციას ბრენდის შესახებ, სოციალურ მედიაში კონტენტის გაზიარებით. თუ გახდებით თქვენი გამომწერების ცხოვრების ნაწილი, შეგიძლიათ გააფართოვოთ ეს ურთიერთობა და შეინარჩუნოთ მომხმარებლები. ისინი არ იქნებიან ერთჯერადი მყიდველები და რეგულარულად შეძლებთ მათ მოზიდვას. განმეორებით კლიენტებს კი 50% მეტი ალბათობით სჩვევიათ განმეორებითი შესყიდვები, ვიდრე სრულიად ახლებს.

გამოწერის მოდელების განსხვავებული ტიპები

დღესდღეობით, არსებობს რამდენიმე განსხვავებული ტიპის გამოწერის მოდელი. ყველაზე პოპულარული არჩევანია კირირება, გამოწერითი ელექტრონული კომერციის ბიზნესებს შორის. შესაძლოა, გსმენიათ კიდეც ამ ტიპის გამოწერის მოდელის შესახებ. არსებობს კიდევ ორი მოდელი, რომლებიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი უპირატესობები და დანიშნულება.

აი, რა ტიპებია ეს:

კურაცია: გამოწერის ამ მოდელში გამყიდველები კურირებენ ერთი ან მეტი პროდუქტის ერთობლიობას, ფუთავენ ერთად და უგზავნიან მომხმარებელს.
შევსება: ეს მოდელი საუკეთესოდ მუშაობს პროდუქტებზე, რომლებსაც ადამიანები ხშირად იყენებენ, რადგან ის ერთსა და იმავე პროდუქტს თანმიმდევრულად გვთავაზობს. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც „გამოიწერე და შეინახე“, რადგან გამყიდველები ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებას თავიანთ განმეორებით მომხმარებლებს.
წვდომა: ამ ტიპის გამოსაწერი პროგრამა მოიცავს წევრობას, რომელიც გთავაზობთ ექსკლუზიურ წვდომას ფასდაკლებებზე, ექსკლუზიურ გამოცემებზე, დახურულ კონტენტზე და სხვა.

რა სარგებელი აქვს გამოწერის მეთოდის დანერგვას? მოდით, გადავავლოთ თვალი:

ესაა საიმედო განმეორებადი შემოსავალი

ესაა პროგნოზირებადი ფულადი ნაკადი, რომელიც შესაძლოა მიმზიდველი იყოს თქვენი ბიზნესისთვის. თუ ასეა, თქვენ უნდა განიხილოთ გამოწერაზე დაფუძნებული ბიზნესმოდელი. გამოწერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის პოტენციური მომხმარებლების მოპოვება და მათი რეგულარულად გადაქცევა. როდესაც ეს ხდება, თქვენი ბიზნესისთვის უზრუნველყოფილია განმეორებადი შემოსავალი.

გამოწერა დადებითად აისახება მომხმარებელთა ლოიალობის ზრდაზე და მომხმარებელთა ძლიერი ბაზის ჩამოყალიბების წინაპირობაა

ბევრად ადვილია გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება მყიდველთან, რომელიც რეგულარულად ბრუნდება თქვენს მაღაზიაში, ვიდრე ახალი კლიენტის მოზიდვა, რომელიც სულ ახლა შემოვიდა. გამოწერებით თქვენს ბიზნესს შეუძლია ფოკუსირდეს არსებულ გამომწერებზე და ნაკლები დრო დახარჯოს ახალი მომხმარებლების შეძენაზე. გამოწერის სისტემა ავითარებს ერთიანი კომუნის განცდას მომხმარებლებს შორის და მათ საშუალებას აძლევს თავი იგრძნონ თქვენი ბრენდის მნიშვნელოვან ნაწილად.

მომხმარებლის შენარჩუნება

საიდუმლო არ არის, რომ გამოწერით ბიზნესებს მომხმარებლების უკეთესად შენარჩუნება შეუძლია, ვიდრე მათ, ვინც ერთჯერად მყიდველებს ემსახურება. რატომ არის ეს? ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია უწყვეტ კონტაქტთან, როდესაც თქვენ სთავაზობთ გამოწერას – ხან რაიმე შეთავაზებას უგზავნით მყიდველებს მომავალი შეკვეთის შესახებ, ხან უზიარებთ ბლოგ-პოსტს იდეებით… მომხმარებლის გამოცდილება ბევრად უფრო პირადია, როცა ისინი გამომწერები არიან. ეს იწვევს იმ გარემოებას, რომ არსებული მომხმარებლები დიდხანს ჩერდებიან.

გარდა ამისა, გამომწერების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ შეამციროთ ზარალი გამოწერის შეთავაზებების მოქნილობის გზით. გამოწერის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, მყიდველისა და გამყიველისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები დაგეხმარებათ უზრუნველყოთ მომხმარებელთა უწყვეტი გამოცდილება და შეგძენთ ბედნიერ, კმაყოფილ მომხმარებლებს.

უფრო მაღალია მომხმარებლის ჩართულობა

მომხმარებელთან ურთიერთობა ნამდვილად არის სააბონენტო მოდელის ქვაკუთხედი. როდესაც მომხმარებლები გენდობიან და პოულობენ თქვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებას, მათ სურთ დარჩნენ თქვენი ბრენდის ერთგულნი. კომუნალური სივრცეების შექმნით და გამომწერებთან სასარგებლო კონტენტის გაზიარებით, შეგიძლიათ შექმნათ გარემო, სადაც მომხმარებლები სიამოვნებით ურთიერთობენ თქვენს ბრენდთან. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასო მარკეტინგიც კი, როდესაც მომხმარებლები ისაუბრებენ თავიანთი გამოწერაზე თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან.

ახალ მომხმარებელთა შეძენის დაბალი ხარჯები (CAC)

მარკეტინგული ძალისხმევა შეიძლება იყოს ძვირადღირებული და შრომატევადი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი მიმართულება, რომლებიც ყველაზე მეტ გავლენას მოახდენს თქვენს საბოლოო მარკეტინგულ შედეგებზე. ეფექტური მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიებიც კი, რომლებსაც ახალი კლიენტები მოჰყავთ, შეიძლება უფრო მეტი დაჯდეს, ვიდრე თქვენი მცდელობა უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ არსებული მომხმარებლები. მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, თქვენ თავიდან აიცილებთ CAC-ზე დიდი თანხის დახარჯვას. Harvard Business Review-ის თანახმად, ახალი მომხმარებლის შეძენა 5-დან 25-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე არსებულის შენარჩუნება.

გამოწერა ამარტივებს ფინანსურ პროგნოზირებას

გამოწერის მოდელით ფულადი ნაკადების უკეთესი მენეჯმენტი მიიღწევა – ასე, არა მხოლოდ თქვენს ბიზნესს ექნება შემოსავლის სტაბილური ნაკადი, არამედ თქვენ ასევე შეძლებთ მარაგის უკეთ მართვას, გამოწერების წყალობით. როდესაც თქვენი მომხმარებლების უმეტესობა ყიდულობს თავის პროდუქტებს რეგულარულად, ბევრად უფრო ადვილია წინასწარ განსაზღვროთ რა ინვენტარი დაგჭირდებათ, სხვადასხვა დროს.

თუ გსურთ პროგნოზირებადი შემოსავლის შეძენა ან მომხმარებელთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება, გამოწერის მოდელი მშვენიერი არჩევანია. გარდა ამისა, ეს ინდუსტრია რეგულარულად იზრდება. UnivDatos Market Insights-ის თანახმად, გლობალური სააბონენტო ელექტრონული კომერციის ბაზარი, სავარაუდოდ, 2.64 ტრილიონ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის. ასე რომ, ახლა შესანიშნავი დროა განიხილოთ ამ სისტემის დანერგვა.

წყარო: rechargepayments

რისი სწავლა შეუძლიათ UI/UX დიზაინერებს Apple-ის ახალი ინკლუზიური ფუნქციებიდან?

English Book Education-მა, Pearson-თან პარტნიორობით, MYP 1 და MYP 2 მათემატიკის წიგნები ქართულ ენაზე გამოსცა