რა არის SUBSIDIREBA.GE?
AREA.GE – არის უძრავი ქონების პლატფორმა, რომელმაც, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნა ახალი ვებგვერდი SUBSIDIREBA.GE. პლატფორმა აერთიანებს, სახელმწიფოს ინიციატივით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
რას გთავაზობს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე დაასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია, სესხის მიზნობრიობა კი აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.
სად უნდა იპოვო ბინა, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირებისთვის საჭირო პირობებს?
AREA.GE-ზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი დეველოპერული კომპანიის გვერდი, შესაბამისი პროექტებით და ბინებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს კონკრეტულად იმ ბინების 3 000-მდე განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის პირობებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დეველოპერების განსაკუთრებული შეთავაზებები.
როგორ უნდა მოითხოვო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?
AREA.GE-სა და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობის ფარგლებში, პლატფორმიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვნა. შემდეგ, 1 სამუშაო დღის ვადაში, „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მას და იპოთეკური სესხის აღების პროცედურას დაასრულებს.
„თანამედროვე სამყაროში, როცა დრო ძალიან აჩქარებულია, მნიშვნელოვანია პროცესების ოპტიმიზაცია და შეძლებისდაგვარად, ციფრულ სამყაროში გადატანა. სწორედ ეს იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია, როცა AREA.GE-ს შექმნა დავიწყეთ. ჩვენ შევძელით, შეგვეცვალა მომხმარებლის ქცევა და ბინის ძიების პროცესი ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადმოგვეტანა. დღეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პოსტპანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანია ციფრული პროცესების წახალისება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის, შევქმენით ეს პლატფორმა. ვფიქრობ, ის სრულყოფილად მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას. ეს კი ცხადია, მომხმარებლებს განსაკუთრებით გაუმარტივებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს“, – აცხადებს AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ AREA.GE, დაახლოებით, ორი წლის წინ, საკმაოდ ბევრი სიახლით გამოჩნდა ბაზარზე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, ინოვაციური და უპრეცედენტო ინიციატივა იყო მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური იპოთეკური სესხის შეთავაზება და სესხის მოთხოვნა დისტანციურად. ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში, გაცემულია ათასობით იპოთეკური სესხი.
მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ამ ახალი პროდუქტის განვითარების პროცესი. ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა კომერციულ ბანკებთან, მათი პლატფორმაზე ინტეგრაციის მიზნით, რათა მომხმარებელმა შეძლოს SUBSIDIREBA.GE-დან, მისთვის სასურველ კომერციულ ბანკში, იპოთეკური სესხის მოთხოვნის გაგზავნა, დისტანციურად.
[პარტნიორის კონტენტი]