in

იპოთეკური სესხების სუბსიდირება იწყება

მოქალაქეების იპოთეკური სესხების სუბსიდირება იწყება. წლის ბოლომდე, ამ დახმარებით, ყველა ის პირი ისარგებლებს, ვინც იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

„ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე სერიოზულ ზარალს მიიღებს, გახლავთ მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის, მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან – წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სუბსიდია შეეხება იმ სასესხო ხელშეკრულებებს, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას. სუბსიდირება გაგრძელდება, სესხის აღებიდან, 5 წლის განმავლობაში.

„დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

FAU – ვცდილობთ ძველი მუსიკალური ელემენტების თანამედროვე ჟღერადობაში გადმოტანას

მასწავლებელი, რომელმაც მონატრებული 23 მოსწავლის თოჯინა მოქსოვა