ავსტრიელმა დიზაინერმა კლემენს შილინგერმა „სმარტფონის შემცვლელი“ „ტელეფონი“ შექნა. „გაჯეტს” არანაირი ტექნოლოგიური ელემენტი არ გააჩნია, ჩვეულებრივი სათამაშოა, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ჰგავს „სმარტფონს”.
„სმარტფონის შემცვლელი“ ტელეფონზე დამოკიდებული ადამიანებისთვის საუკეთესო „გამოსავალია“ – შესაძლებელია მასზე „დასქროლვა“, „დაზუმება“ და „დარტყმა“. ანუ, აკეთებ იმას, რასაც ყოველთვის, ოღონდ ისე, რომ ტექნიკისა და ტექნოლოგიებისაგან ისვენებ.