in

Subway-ს 3D ბილბორდი და ოცნების სენდვიჩები

სენდვიჩების ქსელმა Subway მსოფლიოში პირველი ინტერაქტიული 3D ბილბორდი გამოუშვა, რომელიც გამვლელებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად ააწყონ თავიანთი ოცნების სენდვიჩი.

კრეატიული სააგენტო Above+Beyond-ის მიერ მოწყობილი ინტერაქტიული დისპლეის მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ოცნების „საბვუფერის“ შექმნა. უფრო კონკრეტულად, მომხმარებლები მას მობილურში წყობენ, საბოლოო პროდუქტი კი გიგანტურ ეკრანზეა წარმოდგენილი, საკმაოდ რეალისტური გრაფიკით.

თანაც, ბრენდის წარმომადგენლებმა მოგვიანებით მომხმარებელთა მიერ ვირთუალურად შექმნილი სენდვიჩების რეალური ვერსიები მოიტანეს. ეს კი კამპანიის ინტერაქციული ნაწილის კრეატიული მხარე იყო.

Marketing/Beat-ის მიხედვით, ეს გემრიელი კამპანია არის Subway-ის გეგმის ნაწილი, გაზარდოს ბრენდის ცნობადობა დიდ ბრიტანეთში, აჩვენოს მისი მენიუს მრავალფეროვნება, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს შეურიონ ინგრედიენტები, შესანიშნავი საჭმლის მისაღებად.

საქართველოს ბანკის ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი

სიყვარული მოდერნისტულად – Taco Bell-ს საქორწილო სერვისები მეტავერსში გადააქვს