2
May
2019

„საბვეის“ პირველი ახალი თაობის რესტორანი თბილისში

2 May 2019

„საბვეის“ ბრენდს საქართველოში წარდგენა არ სჭირდება. მას შემდეგ, რაც 2013 წელს თბილისში პირველი რესტორანი გაიხსნა, კომპანია მუდმივად ფართოვდება, ხსნის ახალ სივრცეებს და სენდვიჩის სულ უფრო მეტ მოყვარულს აძლევს საშუალებას, შექმნას საკუთარი იდეალური და განუმეორებელი მენიუ. რამდენიმე დღის წინ „საბვეის“ ქსელს კიდევ ერთი რესტორანი დაემატა, რომელიც კომპანიის ახალი Fresh Forward კონცეფციის ნაწილია.

 

 

რა არის Fresh Forward?

Fresh Forward – ანუ ახალი თაობის რესტორნების კონცეფცია სენდვიჩის მოყვარულებისთვის უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მრავალფეროვან სივრცეს სთავაზობს. იცვლება შეფუთვა, დიზაინი, სენდვიჩ არტისტების ფორმები. მომხმარებელი კიდევ უფრო მეტს ხედავს და იგებს საკუთარი მენიუს შესახებ. თუ აქამდე ხედვის არეალში სენდვიჩის ინგრედიენტები ექცეოდა, ახლა სტუმარი პურის დიდი არჩევანის წინაშე დგება და იმ ბოსტნეულსაც თავად ათვალიერებს, რომლითაც ნებისმიერი სენდვიჩი თუ სალათი მზადდება.

რატომ Fresh Forward?!

ახალი კონცეფციის „საბვეის“ რესტორნები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1044 ლოკაციაზეა გახსნილი და თბილისი მათ შორის ერთ-ერთია. უახლოეს მომავალში, მათ კიდევ არაერთი რესტორანი დაემატება, რომელთა დიზაინზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა. „საბვეიში“ ფიქრობენ, რომ მომხმარებელს ახალი, უფრო თანამედროვე სივრცე უნდა შესთავაზონ, სადაც ის თავს კომფორტულად იგრძნობს და შეძლებს, მთლიანად მისთვის სასურველი სენდვიჩის შექმნაზე კონცენტრირდეს. Fresh Forward კონცეფცია გარემოზე ზრუნვასაც გულისხმობს: ახალი თაობის რესტორნებში გამოყენებულია ეკო, ენერგოეფექტური და გადამუშავებული მასალები, მათ შორის განათება, საღებავები. ახალი ტექნოლოგიები იძლევა წყლისა და ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების შესაძლებლობას.

„Fresh Forward პროექტი არის „საბვეის“ კომპანიაში მიმდინარე დიდი ტრანსფორმაციის ნაწილი, რომელიც, ვიზუალური ცვლილებების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და საოპერაციო პროცედურებში სიახლეების შეტანის გარდა, გულისხმობს ცვლილებებს მენიუში და, ზოგადად, რესტორნის მართვაში. მომხმარებელი ხდება ცენტრალური ფიგურა, რომლის გარშემოც იგეგმება და ვითარდება მთელი სამუშაო პროცესი“, ამბობს გივი ორდენიძე, „საბვეის“ წარმომადგენელი საქართველოში.

მისივე ინფორმაციით, წელს, „საბვეი“ მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

ასეთი მრავალფეროვანი სეზონური შეთავაზებებისაბვეის“ რესტორნებში ჯერ არასდროს ყოფილა. მაისსა და ივნისში მომხმარებლებს ისეთ საინტერესო პროდუქტებს შევთავაზებთ, როგორებიცაა: პური წითელი წიწაკით, ქათმის სენდვიჩი მანგო ჰაბანეროთი და მზეზე გამომშრალი პომიდორი. ივლისი სექტემბრის პერიოდში აქცენტი გაკეთდებავრაპებზე“, ასევე, გვექნება შოკოლადისა და ქოქოსის ახალი ორცხობილა. წლის ბოლო კვარტალში კი ველოდებით კორეულად მომზადებული ღორის ხორცის სენდვიჩის გამოჩენას. სიურპრიზები გვაქვს ყავის მოყვარულთათვისაცმთელი წლის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ცივი და ცხელი ყავები სეზონური არომატებით. მაისიდან გაიყიდება ცივი და ცხელი ლატე მოხალული თხილით, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს. – აცხადებს გივი ორდენიძე.

სად და როდის იქნება Fresh Forward?

უკვე არის „გალერია თბილისში“. კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 10-დან საღამოს 10-მდე, შეგიძლია მოხვიდე „საბვეის“ ახალი თაობის რესტორანში და გააკეთო შენი სენდვიჩი შენებურად.

 

პარტნიორის კონტენტი

 

განხილვა