in

1-დან 40,000 ობიექტამდე – „წყალქვეშა სენდვიჩების” წარმატების ისტორია

Subway არის ყველაზე სწრაფად მზარდი სწრაფი კვების ქსელი მსოფლიოში. იგი დაარსდა კონექტიკუტში, ამერიკაში, 1965 წელს. 2010 წლის მონაცემებით, მათ ჰქონდათ 1000-ზე მეტი მაღაზია მსოფლიო მასშტაბით, ვიდრე მაკდონალდსს. 2013 წლიდან Subway-ს აქვს 40,700-ზე მეტი რესტორანი მთელ მსოფლიოში.

istoriebi
istoriebi

Subway-ის მოგზაურობა დაარსებიდან გლობალურ წარმატებამდე შთაგონებას წარმოადგენს ბევრისთვის. ჩვენთვისაც ის რაღაცნაირი, „ჩვენებური” ამბავია, როგორსაც ხშირად გიამბობთ ხოლმე სხვადასხვა ბრენდზე. Subway-ის წარმატების ისტორია ერთგვარი შეძახილია, რომ ყოველთვის გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და არასოდეს დანებდე. სხვანაირად არაფერი გამოვა. თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მოვყვეთ, რა იმალება გლობალური წარმატების მიღმა.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლები

1965 წელს 17 წლის ფრედ დელუკას ძალიან უნდოდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. მისი ოცნება იყო, გამოსულიყო ექიმი. მას არ ჰქონდა საკმარისი თანხა სასწავლებლად და ოჯახის ნაცნობმა, პიტერ ბაკმა შთააგონა სენდვიჩების მაღაზიის გახსნა იმ იმედით, რომ ის შეძლებდა სწავლის ფულის გადახდას. ამისთვის ბაკმა დელუკას $1000-იც კი ასესხა, რის გამოც ავტომატურად დელუკას პარტნიორად იქცა. 

მათ დაიწყეს საქმიანი ურთიერთობა და გახსნეს პირველი მეტრო მაღაზია ბრიჯპორტში, კონექტიკუტში, 1965 წლის აგვისტოში. იმ მომენტში მას ეწოდა Pete’s Super Submarine. გახსნის პირველ დღეს მათ გაყიდეს 312 სენდვიჩი. თითოეულის ფასი დოლარზე ნაკლები იყო.

ფრედისა და დოქტორ ბაკის თავდაპირველი მიზანი იყო 32 მაღაზიის დაარსება 10 წლიან ვადაში, მაგრამ ძალიან სწრაფად მზარდი კომპანიისთვისაც კი, ეს არ იყო გონივრული მიზანი იმ დროს. 1974 წლისთვის მათ შეძლეს მხოლოდ 16 მაღაზიის დაარსება კონექტიკუტში და ძალიან შორს იყვნენ თავიანთი ოცნებებისგან.

ფრენჩაიზი

ამან გამოიწვია გადაწყვეტილება მათი წყალქვეშა სენდვიჩების რესტორნის ფრენჩაიზად გადაქცევის შესახებ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ეს სასურველ ზრდასთან მიიყვანდა. შემდგომმა წარმატებამ უკვე დაადასტურა ის, რომ ისინი სწორ გზაზე დადგნენ და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან Subway ახლა მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ფრენჩაიზია მსოფლიოში და სულ რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება მაკდონალდსს.

ბრენდის, როგორც ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გათვლა იყო არატრადიციულ ლოკაციებზე ობიექტების გახსნა. ის ხსნიდა რესტორნებს ბენზინგასამართ სადგურებში, სატვირთო მანქანების გაჩერებებზე, დასასვენებელ ადგილებში და მაღაზიებშიც კი. მისმა დევიზმა: „anywhere and everywhere”, მისცა ბრენდს საშუალება, რომ სწრაფად გაზრდილიყო. შედეგად, 90-იანი წლებისთვის Subway-ს უკვე 5000 რესტორანი ჰქონდა.

2000-იანები

ამ პერიოდში სწრაფი კვების არაჯანსაღ თვისებებზე სულ უფრო მეტს საუბრობდნენ. ბევრი კამპანია აგორდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა თუ ჯანმრთელი საკვების მიღების შესახებ. Subway-მ რეაგირება არ დააყოვნა და პოზიციონირდა, როგორც ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტი, რის შემდეგაც მას მეტი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

ბრენდის ისტორიის მოკლე მიმოხილვაც კი გვიჩვენებს, რომ Subway-ის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს სწორი პოზიციის დაჭერა და გადაწყვეტილების დროული მიღება თამაშობს. მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ ისინი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად აქცია.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ უნდა მივიღოთ ახალი ხელმძღვანელები სამსახურში?

რა არის დეჟა ვუს ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზი? — კვლევა