Subway-ს მენიუს მრავალფეროვნება იძლევა იმის საშუალებას, რომ ლამაზი ბარისტა გოგონას გამო ყოველდღე ახალ-ახალი ბურგერი დააგემოვნოს ადამიანმა. ბრენდმა თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის რომანტიკული სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, რომელზეც სააგენტო Mcnteam-მა იმუშავა. Subway-ს ერთ-ერთ რესტორანში მომუშავე ლამაზი გოგონას გამო, ახალგაზრდა მამაკაცი რესტორანს ყოველ დილას სტუმრობს და ბრენდის პროდუქციას სათითაოდ სინჯავს, ურთიერთობა ასე გრძელდება, სანამ გოგონა მის მაგიდასთან არ აღმოჩნდება.












