13
Dec
2019

ერთი მერცხლის მოყვანილი გაზაფხული – საკო წოწორია

13 Dec 2019

რამდენი წიგნი, სტატია, ანდაც ბლოგი დაწერილა “წარმატების ფრომულაზე” არა? მეტ-ნაკლებად ყველა ერთნაირია. შრომისმოყვარეობას + პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა + მგლის ეშვი + თევზის ქონი და სასვსე მთვარეობა, – საინტერესო მოსაზრებებიდან დაწყებული ცრუმორწმუნეობით დამთავრებული ათასნაირი მასალაა ჩვენს ხელთ.

გამორიცხული არ არის, რომ მერკურის ან ვენერას ეტლების ერთმანეთში შესვლა-გამოსვლის პერიოდების ცოდნამ სასარგებლოდ იმოქმედოს ჩვენს გადაწყვეტილებეზე, მაგრამ აბა მხოლოდ ვარსკვლავნი რას გახდებიან თუ “ბუნებამც არ გვიშველა? “

ჰოდა, როგორც ქართველი თარჯიმანი იტყოდა: “შენაო ისაო, თავიდანვე  კარგი ტაქტიკით შეუხვედიო თუ რინგში მოგივიდაო ეგ დაპლანვაო”, იგივენაირად არის წარმატებაც, თავიდან თუ კარგად არ “დაპლანე” გზადაგზა, აბნეულ სიარულში თავისით არაფერი მოვა. ერთ-ერთი ძირითადი შეცდომა, რასაც ვუშვებთ წარმატების გააზრების დროს არის ის, რომ გვინდა ყველაფერი ახლა და მალე. ეს არც არის გასაკვირი, თუ შევხედავთ ჩვენს სოციუმს და კულტურას ყველაფერი ჩვენ ირგვლივ გვასწავლის, თუ როგორ უნდა გავხდეთ მდიდრები, მეტად ათლეტურები, სექსუალურები და ა.შ. დროის მცირე მონაკვეთში – სულ რაღაც 99.95 ლარად. მაგრამ მოდით გავფილტროთ ჩვენი გონება ამ იაფფასიანი ნაგვისაგან. დავფიქრეთ და გავაანალიზოთ, რომ არ არსებობს მაგიური წამალი, საიდუმლო ფორმულა, ანდაც “silver bullet”-ი, რომელიც მარტივად მოგვიგვარებს კომპლექსურ პრობლემებს 2 კვირაში.

მააშ ასე… (drum roll) პირველი და მთავარი რამ, რითიც წარმატებას შეგვიძლია მივაღწიოთ – ეს არის შრომისმოყვარეობა! ! ! 

წარმატება ციდან არ მოგვევლინება თავისით, ის უნდა გამოვიმუშაოთ – ყოველ დღე, ორშაბათიდან – პარასკევამდე, კვირების და თვეების განმავლობაში. წარმატების მიღწევის პროცესი მოსაწყენი, უინტერესო, დამღლელი, გამაცოფებელი და უამრავი მარცხით გაჯერებულია. მაგრამ ასეა – მძიმე  და რაც მთავარია მუდმივი  შრომის გარეშე, მისი მიღწევა შეუძლებელია.

დიახ, თითქოს ეს ისედაც იცით და გიფიქრიათ, მაგრამ მთავარი არაა რა იცით, მთავარი არის როგორ იყენებთ იმას, რაც იცით.

 

მაშინ გკითხავთ:

  • თუ იცით გზა წარმატებისკენ, იყენებთ კი ამ ცოდნას პრაქტიკაში?
  • რამდენად პროფესიონალი ხართ თქვენს საქმეში?
  • თქვენი შედეგები რამდენად მოწმობს ამაზე?

ჩვენ ყველანი დავიბადეთ შიშვლები, შეშინებულები და უცოდინრები. ხოლო ჩვენი დაბადების შემდეგ, მხოლოდ ერთმა რაღაცამ განაპირობა ჩვენი მდიდარ – ღარიბობა, ჭარბწონიან – ათლეტურობა, ბედნიერ – უბედურება და ა.შ.  და ეს ერთი რამ არის – .

იქ, სადაც დღეს ხართ, მიგიყვანათ თვენ მიერ გაკეთებულმა, ყოველდღიურმა გადაწყვეტილებებმა. და ნუ გეგონებათ რომ არჩევნებში (გადაწყვეტილებებში) ვგულისხმობ – თუ რომელ სკოლაში წახვედით, რომელ  საგანზე ჩააბარეთ, ვისზე იქორწინეთ და მისთ.

არა!

ბურგერი თუ სალათა, სავარჯიშო დარბაზში წასვლა თუ ნეტფლიქსი, საინტერსო წიგნის წაკითხვა თუ “პროფილის” ყურება, ნეთვორქინგის დროს, საყვარელ სპიკერთან მისვლა და გამოლაპარაკება თუ შერცხვენილი კუთხეში დგომა, ოჯახური ურთიერთობების წასახალისებლად აქტივობების დაგეგმვა თუ კიდევ ერთი არაფრისმომტანი საღამოს ტელევიზორთან გატარება, ინსტაგრამის “სქროლვა” თუ პოდკასტის მოსმენა…

წარმატება ( რასაც არ უნდა ნიშნავდეს იგი თქვენთვის) მიიღწევა ყოველდღიური, შეუმჩნევლად უმნიშვნელო და მომენტიდან მომენტამდე მიღებული მცირე გადაწყვეტილებებით!

აქ მთავარი ხრიკი, მოთმინება და მომავალი შედეგის განჭვრეტაა.

აი მაგალითად:

  • თუ ბურგერს ერთხელ არ შეჭამთ, ამით თქვენს გარეგნობაში არაფერი შეიცვლება; თუ 2 თვის მანძილზე ამოიღებთ მას თქვენი მენიუდან, ვერც მაშინ იგრძნობთ განსხვავებას, ვერც 6 და 10 თვის შემდეგ, მაგრამ 18 თვის თავზე ნამდვილად დაინახავთ საგრძნობ სხვაობას სასწორის ციფრებზე.
  • დღეში მხოლოდ 2000 ნაბიჯის გავლით, 21 თვის მანძილზე 13კგ-ის დაკლებას შეძლებთ.

ყოველ კვირას მეუღლესთან ერთად დაგეგმილი აქტივობა, ხვდებით ალბათ პირად ურთიერთობებს როგორ მოგიწესრიგებთ. იგივე პრინციპი ვრცელდება, წყლის დალევასა თუ ვარჯიშზე, იმ ზარების განხორციელებაზე, რომლებიც დაგეზარათ და იმ წიგნების წაკითხვაზეც კი..

ჩვენ უბრალოდ გვიჭირს შედეგების მომავლის ჭრილში დანახვა. წარმოიდგინეთ თქვენ მიერ, ამ წუთას მიღებულ უმიშვნელო გადაწყვეტილებაზე დღესვე რომ დაგიბრუნდეთ შედეგი. აი მაგალითად, მიირთვით ბურგერი და რამდენიმე საათის შემდეგ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და ელვა ვეღარ შეიკრათ შარვალზე.

ჰო, ეს ნამდვილად არ არის ჟურნალის წინა ყდაზე გამოსატანი “წარმატების ფორმულა” და არც ისე მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ ასეა: ყოველდღიური, პატარა, ჯანსაღი არჩევანი გარკვეულ დროზე რომ გადაამრავლოთ, გასაოცარ შედეგს მივიღებთ.

ან ერთი ღერი სიგარეტი რომ მოწიოთ და დღესვე აღმოაჩინოთ რომ კანი დაგიბერდათ, საკმარისი ენერგია აღარ გაქვთ ფიზიკური აქტივობისთვის და ფილტვების კიბოც კი აღმოგაჩნდათ…

 

ავიაციაში არსებობს წესი სახელად “ 1 in 60 rule” რომელიც მოკლედ რომ განვმარტოთ ასეა: თუ თვითმფრინავი მიმართულების კურსს მხოლოდ 1 გრადუსით გადაცდება, და გარკვეული პერიოდი (თუნდაც 1 სთ) ასე იფრენს, საბოლოოდ თავს სხვა ქალაქში/ქვეყანაში ამოყოფს.

ერთი სიტყვით, ასეთი უბრალო და მცირე გადაწყვეტილებები ჩვენს მომავალს რადიკალურად ცვლიან.

წარმატებას, ისევე როგორც ყველა მიზანს, სჭირდება გეგმა. გეგმა დროში, აქტივობებით გაწერილი.

2 წუთიც კი არ დაგვჭირდება ალბათ გავლილი წლის რეზოლუციის და მომავლის გეგმების ფეისბუქ სტატუსად ჩამოსაწერად, მაგრამ ხომ ვიცით რომ არც დარბაზში ვივლით კვირაში სამჯერ, არც ახალი ინიციატივებით გამოვალთ სამსახურში, არც იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომლებიც მონიშნული გვაქვს, არც სოციალურ ქსელებზე ფუჭად დახარჯულ დროს შევამცირებთ და ვერც ჩვენს შვილებს და საყვარელ ადამიანებს დავუთმობთ მეტ დროს…

აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ 3 (არც მეტი არც ნაკლები) მთავარი მიზანი შემდეგი წლისთვის და დროში გაწერეთ. დღეების, კვირების ან თვეების მიხედვით. მაგრამ დაწერეთ. აუცილებლად დაწერეთ!  მარტივად და მსუბუქად…მაგალითად ამოიღეთ დიეტიდან ჯერ მხოლოდ გაზიანი სასმელები; დღეში ისწავლეთ ახალ ენაზე სულ 5-იოდე სიტყვა,  დასაწყისისთვის კვირაში 2-ჯერ მაინც წადით სავარჯიშოდ თითო საათით დარბაზში, სულ 4 გვერდი წაიკითხეთ ის წიგნი დღეში, მანქანაში, გზაში ტრანსპორტში, ერთი და იმავე “ფლეილისტის” მოსმენის მაგივრად 10 წუთიანი პოდკასტი ჩართეთ, 15-15 წუთი სამსახურისკენ გზაში და უკან ფეხით გაიარეთ, დანარჩენზე ტრანსპორტი მოიშველიეთ, 5-5 ღერი მოაკელით სიგარეტს, დღეში ერთხელ მაინც დაეხმარეთ კოლეგას და აუცილელბად ყოველდღე მინიმუმ ერთი მიზეზი იპოვეთ და მადლიერება/სიყვარული გამოხატეთ თქვენი მეორე ნახევრისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ… მიმართულება თქვენი ასარჩევია…

შედეგები შემდეგ წელს შევაჯამოთ…

მანამდე კი…

“And a happy new year”….

 

საკო წოწორია – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა