in

რეალური წარმატების საწინდარი მხოლოდ თავმდაბლობაა

იმ სამყაროშიც კი, სადაც შოკისმომგვრელი ამბები, შიში და იმპულსური ქცევა არავის აკვირვებს, თავმდაბლობა ყოველთვის იქნება გამორჩეული ადამიანური თვისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდ წარმატებას აღწევთ, მით მეტი ადამიანი გეკითხებათ აზრსა და რჩევას. ერთ დღეს, აუცილებლად ჩამოგართმევენ ინტერვიუს რომელიმე პოდკასტისთვის, ან სატელევიზიო გადაცემაში მიგიწვევენ. იქ ნათქვამი თითოეული ფრაზა თქვენზე ბევრ რამეს იტყვის. აი, მაშინ გამოჩნდება, ვინ ხართ რეალურად.

არსებობენ ადამიანები, ვინც მართლა ძალიან წარმატებულია, მაგრამ ფულს ამის საზომად არასოდეს აღიქვამს. ასეთი ხალხი ყოველთვის თავმდაბალია და ეს თვისება მათ თითოეულ სიტყვაში თუ ქმედებაში ჩანს.

შკალის მეორე ბოლოში თვითგამოცხადებული ექსპერტები და ავტორიტეტები არიან, რომლებიც არსაიდან მოვიდნენ და თავისსავე რჩეულ საზოგადოებაში, თავი როკ ვარსკვლავებად მოაქვთ. ისინი, რა თქმა უნდა, დანაპირებს სანახევროდაც ვერ ასრულებენ, მაგრამ რეალურად წარმატებული ადამიანებსგან განსხვავებით, საერთდ არ გააჩნიათ თავმდაბლობა.

რატომ ვსაუბრობთ ამ საკითხზე?! გარდა იმისა, რომ ეს გამაღიზიანებელია და გარშემომყოფებში დიდ პროტესტს იწვევს, თითოეულ მათგანს ახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბალი ქცევა და საუბარი. სამწუხაროდ, დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც შესაძლებელია, ბლეფით, ვინმემ საწადელს მიაღწიოს. არა და, ჭეშმარიტ თავმდაბლობას უკეთეს რეალობამდე მივყავართ – სადაც მეტი სამართლიანობა და ძლიერი პრინციპებია.

„თავმდაბლობა წარმატების საწინდარია. სამწუხაროდ, წარმატებული ადამიანები, დრო და დრო საკუთარ თავს კარგავენ. ვისაც თავმდაბლობა ახასიათებს, ეს თვისება ქედმაღლობისა და სითამამის ხაფანგისგან იხსნის ხოლმე. თავმდაბალი ადამიანები ცდილობენ, წარმატებისაკენ სავალი გზა ამ საცდურის გარეშე განაგრძონ“, – ამბობს კალათბურთის ამერიკელი მწვრთნელი რიკ პიტინო. 

წყარო: Inc.



აფხაზეთი 70-იანი წლებიდან დღემდე! – გამოფენა “შავი ზღვის მარილიანი გემო”

3 სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ჭეშმარიტი ლიდერები არასოდეს ამბობენ