in

წარმატების პოვნა სწორი მიზნის დასახვით იწყება

რისთვის აღწევთ წარმატებას? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ და არსებული რეალობა შეცვალოთ. ბობ ბუფორდი ბესტსელერ წიგნში ნახევარი დრო სწორედ ამ საკითხზე საუბრობს. ბუფორდმა გააცნობიერა, რომ ბიზნესმენები, მთელი ცხოვრების მანძილზე, მატერიალური წარმატების მისაღწევად შრომობენ. მიზნის გაცნობიერებას კი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბობ ბუფორდს კარგი განზრახვა აქვს, მიზანი იმ ადამიანების წახალისებაა, რომლებმაც კარიერა რესურსების – ფულის, ძალაუფლების, სტატუსისა და მიღწევების დაგროვებაში დახარჯეს, რომ შეცვალონ და გამოიყენონ თავისი დრო და ნიჭი ახლა უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის. მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან ცოტა ადამიანი ზრუნავს ფულზე, დიდებასა და ძალაუფლებაზე, სიცოცხლის ბოლოს. თითქმის ყველა ნანობს მნიშვნელოვანი ურთიერთობების დეფიციტს ან ზოგადად, მნიშვნელობის ნაკლებობას სამუშაოსა და ცხოვრებაში. თუმცა, ეს არ გამორიცხავს პროფესიულ წარმატებასა და ბედნიერ ცხოვრებას ერთად. 

წარმატების სწორი შეხედულების მიზანი კი ადამიანთა აყვავებაა – ამ პროცესს ბერძნები ევდაიმონიას უწოდებდნენ – რაც წარმატებული ცხოვრების უფრო მდიდარ განმარტებას გვთავაზობს, გააჩნია მიზანი და მნიშვნელობა.

ახალ წიგნში, HBR გზამკვლევი თქვენი მიზნის შემუშავებისთვის, ცხოვრება სავსეა მიზნებით – მათ შორის მნიშვნელოვანია სიყვარული, პოზიტიური ურთიერთობები, ინტერესები, სილამაზე, კარგი სამუშაო, რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსი და სხვების მსახურება. საუკეთესო დრო ამ მიზნების განსახორციელებლად ხშირად ცხოვრების გარდამავალი პერიოდებია, როგორებიცაა, სკოლის დამთავრება, ახალი სამუშაო, ქორწინება ან განქორწინება, ბავშვის გაჩენა ან პენსიაზე გასვლა. მიზნების შემუშავება არსებული კარიერის ან აქტივობების შესაცვლელადაც შეგიძლიათ.

როდესაც წარმატების მნიშვნელობაზე ფიქრს დაიწყებთ, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ:

  • რა არის ჩემი ძირითადი მიზანი, რისთვის ვმუშაობ? როგორ აუმჯობესებს ეს სამყაროს, როგორ განვახორციელო ეს მიზანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?
  • ვისთან მაქვს ურთიერთობა, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ, როგორ გავაღრმავო და გავამდიდრო ისინი?
  • ვისთვის ვმუშაობ, შემიძლია უფრო მეტის გაკეთება სამსახურში, სახლსა და საზოგადოებაში?
  • როგორ გავხდე უკეთესი? როგორ გავაგრძელო მნიშვნელოვანი საქმიანობა ჩემს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში?

ახლავე უნდა გაჩერდეთ და სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე, მიგიყვანთ თუ არა ეს გზა იქ, სადაც გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, 15-ის, 25-ის თუ 55-ის, უნდა დაფიქრდეთ რა აძლევს თქვენს ცხოვრებას აზრს, რა ხდის ხალისიანსა და სრულყოფილს. რაღაცის შეცვლა, მიზნების პოვნა და უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრების გაგრძელება ყოველთვის შეგიძლიათ. 

 

წყარო: HBR



BMW, M მოდელის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ძველ ლოგოსა და ფერებს უბრუნდება