in

წარმატებული ადამიანები საკუთარ იღბალს თავად ქმნიან

ალბათ, ფიქრობთ, რომ წარმატებული ადამიანები სხვაზე მეტად იღბლიანები არიან. გამორიცხული არ არის, ასეც იყოს, მაგრამ უფრო მეტად შესაძლებლობების გამოყენება და ყველა კარის გაღება იციან. როგორ ქმნის ეს ხალხი საკუთარ იღბალს?! გაეცანით გავლენიანი  კომპანიების წარმატებული ხელმძღვანელების მოსაზრებებს:

დასვით შეკითხვები!

„არასოდეს თქვათ უარი რჩევის მიღებაზე. ძალიან კარგია, როცა ინდუსტრიის, მასში თქვენი როლისა და მიზნების მიუხედავად, მოსმენის უნარი გაგაჩნიათ. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ შეკითხვის დასმა. დაუწესეთ საკუთარ თავს მაღალი სტანდარტები იმაში, რაც კარგად გამოგდით, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ და რასაც ეძებთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, თითოეულ იმ ადამიანთან ისაუბროთ ამ საკითხზე, ვისაც კარის გაღება შეუძლია“, – Micah Kotch, URBAN-X-ის დირექტორი.

ისწავლეთ პრაქტიკაში!

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიღება, სიახლეების ძიება და სხვისი რჩევების მოსმენა. მაგრამ იმისთვის, რომ ბიზნესი დაიწყოთ და საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობები მისცეთ, საკმარისი არ არის, ოთახში ჯდომა, კითხვა და ფიქრი. პრაქტიკულად უნდა იმოქმედოთ, გამოსცადოთ თქვენი იდეები. რომც დამარცხდეთ, ეს სწავლისთვის ნამდვილად ღირს“, – Sissel Hansen, Startup Guide-ის დამფუძნებელი.

იყავით ცნობისმოყვარე!

„დასახული მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, ეძებოთ ის, რაც აფერხებს თქვენს წარმოდგენებსა და იდეებს, ან ხელს გიშლით მათ განხორციელებაში. როგორც კი აღმოაჩენთ, ეცადეთ, მაშინვე მოაგვაროთ ეს საკითხი“, – Frank Poore, CommerceHub-ის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოდით კომფორტის ზონიდან!

„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში, ახალი შესაძლებლობები უიღბლობის გამო არ ეძლევა, მაგრამ ასე არ არის. შესაძლებლობები თქვენ თვითონ უნდა შექმნათ. როგორ? შემოიკრიბეთ გარშემო სხვა წარმატებული ადამიანები, დატოვეთ კომფორტის ზონა და იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. წარმატებისთვის რომ მიმეღწია, ეს შესაძლებლობა საკუთარ თავს თავად მივეცი. წარმატებულ ადამიანებს ყოველთვის მომგებიანი ჩვევები და სტრატეგია აქვთ. მათ გარემოცვაში ყოფნით ხაზს უსვამთ, რომ გინდათ, მათგან ამ ცოდნის მიღება. რაც შეეხება მეორე კომპონენტს – თუ კომფორტის ზონას არ დატოვებთ და გარემოს არ შეიცვლით, სიახლე თქვენამდე ვერასოდეს მოაღწევს, ძველ სამოქმედო გეგმას კი ნამდვილად ვერ გამოიყენებთ დიდხანს. მესამე – თუ ისე ცხოვრობთ, თითქოს, უკვე წარმატებული ადამიანი ხართ, თავისთავად მოახდენთ ტრანსფორმაციას და შედეგად, წარმატება და ახალი შესაძლებლობებიც არ დააყოვნებს“, –  Amitabh Bose, კომპანია Fractal Analytics.

შექმენით საკუთარი სივრცე!

„ყველაზე წარმატებული ადამიანები, არასოდეს ითვლიან როგორი დაკავებულები არიან, რამდენ საათს მუშაობენ კვირაში ან რამდენ შეხვედრას ესწრებიან. თუმცა, განტვირთვის და უფრო სწორად, გონების დასვენებისთვის, ისინი ქმნიან სპეციალურ სივრცეს და იყენებენ ყველანაირ შესაძლებლობას, მოწყდნენ რუტინას. მაგალითად, მუდმივად მზად არიან წაიკითხონ, იფიქრონ, დაინტერესდნენ – გამოიჩინონ ცნობისმოყვარეობა რაღაც ახლის მიმართ – გარკვეული დრო დაუთმონ განათლებას, მეტიდაციას, კითხვას. ოღონდ, გონება კონცენტრირებული მხოლოდ ამაზე უნდა იყოს. ეს სივრცე საშუალებას აძლევს იფიქრონ, გააანალიზონ სხვადასხვა ინფორმაცია და წამოაყენონ ახალი იდეები. ყველაზე კარგი ასეთ შემთვევაში To Do List-ში ერთი ფრაზის ჩაწერაა: „შევქმნა სივრცე ფიქრისთვის“, – Doug Johnson, TIGER 21-ის დენვერის ფილიალის ხელმძლვანელი.

სწორად გაანაწილე დრო! 

„როცა საკუთარ თავზე მუშაობთ, დროის მართვის ხელოვნებას უპრობლემოდ დაეუფლებით. მაგალითად, ეცადეთ, შედარებით, მარტივი დავალებები სხვას გადააბაროთ, თქვენ კი პრიორიტეტულ საკითხებზე იმუშაოთ. ასე დროს, ნამდვილად, უკეთ გამოიყენებთ. ზოგჯერ, შესაძლოა, პრობლემას პირისპირ წააწყდეთ და, რაღაც მომენტში, სადავეებიც დაკარგოთ, მაგრამ ნუ შეშინდებით, მარცხი ყოველთვის წინ სდევს წარმატებას. ნუ მოინდომებთ ყველაფრის ერთად გაკეთებას და ეცადეთ კონკრეტული სტრატეგია გაწეროთ. თუ დამარცხდით, არ დანებდეთ. ხვალ ახალი დღე გათენდება. დიდხანს ნუ იფიქრებთ მომხდარზე. უმჯობესია, თქვენ წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებზე კონცენტრირდეთ“, – Carl Rodrigues, SOTI-ის აღმასრულებელი დირექტორი.

აუცილებლად ივარჯიშეთ გარეთ! 

„გლობალური ბიზნესის გამო, თითქმის, ყოველ კვირაში მიწევს, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გაფრენა. მე შვეიცარიაში გავიზარდე და ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ლაშქრობაში, ვკატაობდი ველოსიპედით, დავრბოდი. ძალიან რთულია, უცხო ქალაქშიც ფორმაში იყო – ირბინო პარკში და ივარჯიშო გარეთ. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მაინც ვახერხებ ამას, რადგან ასე გონება უკეთ მუშაობს და საქმეზე კონცენტრაციასაც ბევრად კარგად ვახერხებ“, Adrian Dubler, FOAP-ის აღმასრულებელი დირექტორი.

უნდა ასოცირდებოდეთ პრობლემების გადაწყვეტასთან!

„დიდი შესაძლებლობები და წარმატება ყოველთვის პატარა პრობლემიდან მოდის, რაც შემდეგ თქვენზე, თქვენს საქმესა და ინდუსტრიაზე დიდ გავლენას ახდენს. როგორც წესი, ასეთ დროს მიღებული გადაწყვეტილებებით ახალი პროდუქტი იბადება. როცა პრობლემა ჩნდება, ადამიანების ერთი კატეგორია მხოლოდ ნერვიულობს, მეორე კი ნერვიულობის პარალელურად, ცდილობს, გამოსავალი იპოვოს. და რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი უფრო სწრაფად აღწევს წარმატებას. თუმცა, დღის ბოლოს, მაინც აწუხებს ფიქრი, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო საუკეთესო. რეალურად, დიდი კომპანიები მარტივი იდეებით შეიქმნა“,- Aman Sareen, Zypmedia-ს თანა-დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

პირველ რიგში ყველაზე სერიოზული გამოწვევები მოაგვარეთ! 

„სანამ ენერგია და დასვენებული გონება გაქვთ, პირველ რიგში, დიდი და სერიოზული პრობლემები მოაგვარეთ. ასე გარანტირებულად შეძლებთ მნიშვნელოვანი გამოწვევების „დალაგებას“. თანაც, კარგად შესრულებული სამუშაოს გამო, თვითკმაყოფილების განცდაც გექნებათ. ელექტრონულ ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხს, მოგვიანებით, თუნდაც, დაღლილიც მოახერხებთ“, – Sally PobleteWellthie-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ თავზე!

„როგორ უნდა იზრუნოთ ბიზნესზე, თუ საკუთარ თავზე არ ზრუნავთ? ამისთვის სპეციალური დრო უნდა გამოყოთ. იცურებთ, მასაჟს გაიკეთებთ თუ, უბრალოდ, ფეხით ისეირნებთ, კალენდარში ეს მონაკვეთი ჩაინიშნეთ, როგორც „შეხვედრა“. ასე ხელს არაფერი შეგიშლით, თუნდაც, ერთი საათით, გახვიდეთ და დრო საკუთარი სიამოვნებისთვის გამოიყენოთ“, – Sharon Rowe, Eco-Bags Products-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

გაიხსენეთ ყველა და ყველაფერი, ვისიც და რისიც გშურთ! 

„ზოგჯერ იდეა მიჩნდება, მაგრამ, რაღაც მომენტში, მიუღწევლად მიმაჩნია და ვეშვები მასზე ფიქრს. ხანდახან, იმაშიც კი ეჭვი მეპარება, სად ვარ და რა მიზნები მაქვს. ასეთ დროს, ყველაფერ კარგზე ვფიქრობ, რაც ოდესმე გადამხდენია. თუმცა, მოტივაციისთვის, ზოგჯერ, ეს საკმარისი არ არის და ისეთი ხალხის გახსენებას ვიწყებ, ვისიც ყოველთვის მშურდა და მინდოდა, მეც მათნაირი ვყოფილიყავი. ზოგჯერ, ეს შური მეხმარება, სწორ რელსებზე დავბრუნდე და ჩემი საქმე ძველებურად ვაკეთო“, – Deirdre Maloney,  4 სხვადასხვა წიგნის ავტორი (თემა- წარმატება ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში).

თქვით „დიახ“! 

„როცა ამბობთ „დიახ“, ჩათვალეთ, ახალ შესაძლებლობას უშვებთ თქვენთან. როგორც კი ამ სიტყვას იტყვით, რომ იმუშაოთ, იცხოვროთ და გიყვარდეთ, საკუთარ თავს აძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ, განვითარდეთ, აღმოაჩინოთ, ვინ ხართ თქვენ“, – Tricia BroukTEDx -ის პროდიუსერი და The Speaker Salon in New York City-ის დამფუძნებელი.

 ყველას უამბეთ სიახლეები !

როგორც კი მომდევნო ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ, ეს სიახლე ყველას მოუყევით, უთხარით, რა გეგმები გაქვთ და როგორ აპირებთ დასახული მიზნების მიღწევას. ადამიანების უმეტესობას, სხვისი წინსვლა უხარია და იმისთვისაც მზად არიან, ნებისმიერს დაეხმარონ. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს თქვენი ძიება დასამომავლო გეგმები“, – Rick Reichmuth,  ნაციონალური არხის მეტეოროლოგი და WeathermanUmbrella.com-ის დამფუძნებელი. 

სერიოზული სამუშაოსთვის კონკრეტული დრო გამოყავით!

„ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, ზოგჯერ, დაუსრულებელი შეხვედრები, სოც. მედია აქტივობა და სხვა, თუნდაც, საორგანიზაციო საკითხები, თქვენი ძირითადი სამუშაო არ არის. მთავარი საქმე იდეების მოფიქრება და მათი რეალიზებაა. ამიტომ, დღის რომელიმე მონაკვეთში, როცა უფრო პროდუქტიული ხართ, მიატოვეთ ყველაფერი და მხოლოდ ძირითად საქმეზე კონცენტრირდით. არ აქვს მნიშვნელობა, იოგის გაკვეთილზე გააკეთებთ ამას, მატარებელში თუ აუზში“, – Kristin JonsonSprout Social-ის დირექტორი.

იყავით გაბედული, საკუთარ თავში დარწმუნებული და მოწესრიგებული!

მჯერა, რომ შესაძლებლობები მაშინ ჩნდება, როცა ჩვენს იდეებზე ჯერ საუბარს ვიწყებთ, შემდეგ კი მოქმედებაზე გადავდივართ. ზუსტად ამისთვის გვჭირდება სიმამაცე, საკუთარ თავში დარწმუნებულობა და მოწესრიგებულობა“,- ამბობს Jeff RanalliPureCar-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

დააორგანიზეთ ცხოვრების ყველა ასპექტი!

„ყველაფერი კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, თორემ, ძალიან რთული იქნება ბიზნესის მომავალ განვითარებაზე ფიქრი. თუ საქმე დროში გაგეწელებათ და ქაოტურად, არაორგანიზებულად იმოქმედებთ, წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრება, სამსახურის საქმეები, ბიუჯეტი ზუსტად გქონდეთ დაბალანსებული და რაც მთავარია, თავად აკონტროლებდეთ ყველაფერს“, – Madelyn NewmanCallRail-ის დირექტორი.

წყარო: Inc.



AD Black Sea 2018 დასრულდა! ნახეთ, როგორი იყო ფესტივალის ბოლო დღე!

როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს 60 დღეში?! – გონების სავარჯიშო