in

სუეცის არხის ტანკერისგან გათავისუფლების ოპერაციაში ლეკვებიც მონაწილეობდნენ?

29 მარტს ტანკერის გადაადგილება და არხის გათავისუფლება შეძლეს

რამდენიმე დღის წინ სუეცის არხი, ძლიერი ქარისა და მტვრიანი ქარიშხლის შედეგად, 400 მეტრი სიგრძის ტანკერმა გადაკეტა. ამან კი, ბევრი გემის ერთად თავმოყრა და მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, რის გამოც სატვირთო გემის მფლობელმა საჯარო ბოდიშიც მოიხადა… ვიდრე მრავალი მცდელობის შემდეგ, 29 მარტს, არხს გაათავისუფლებდნენ, კონტენტის შემქმნელებმა სიტუაცია სახალისოდ გამოიყენეს – ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც აშკარად ძალიან უყვარს ძაღლები, დაამონტაჟა ვიდეო, სადაც ტანკერის გადაადგილების მცდელობაში ორი ლეკვი მონაწილეობს.

ტაქსა საკმაოდ ვაჟკაცური და გამბედავი რეპუტაციის მქონე არსებაა, მაგრამ კრუზო და ოუკლი კიდევ უფრო განსაკუთრებულად გამოჩნდნენ. ლეკვები, რომლებიც დამცავი ქუდებითა და ჟილეტებით იყვნენ აღჭურვილნი, ქვიშას თათებით თხრიდნენ, რათა სატვირთო გემი გაეთავისუფლებინათ. 

ვიდეოში ამ ლეკვებმა დამსახურებული შრომა გასწიეს ადამიანების დასახმარებლად და მასშტაბური პრობლემის მოსაგვარებლად. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო, მართალია “დადგმული”, მაგრამ მაინც გულწრფელი მაგალითია იმისა, რომ ძაღლები არასდროს იღლებიან ჩვენი დახმარებით და ჩვენთვის იმის დამტკიცებით, რომ მუდამ მზად არიან დასახმარებლად!

„ალექსა, ავტოფარეხის კარი გააღე“ – Lamborghini-ს კონტროლი ხმოვანი ასისტენტითაა შესაძლებელი

კიდევ ერთი დასტური, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს! – Google-ის რეკლამა