in

„დიოლერის“ ნაწარმი, როგორც გამოსავალი, ანუ როგორ შევამციროთ შაქარი საკვებ პროდუქტებში?!

დღეს, ისე როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, ანუ ნატურალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტების მიღება. თანამედროვე ცხოვრების უდიდეს გამოწვევად იქცა შაქრის მაღალი შემცველობა საკვებ პროდუქტებსა და სასმელებში, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. თანამედროვე მომხმარებლების 50%-ზე მეტს სურს, საკვებში ნაკლები შაქარი იყოს, რომ ჯანსაღი და დაბალკალორიული პროდუქტები მიირთვან. ამას სამედიცინო მიზეზებიც აქვს – მოსახლეობის 10% უჩივის დიაბეტს, ზრდასრულებისა და არასრულწლოვნების 39% – ჭარბწონიანობას. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნები აწესებენ გადასახადებს პროდუქტებზე შაქრის მაღალი შემცველობით.

ცხადია, რომ მომხმარებლის დაკვეთაა მიიღოს ნაკლებკალორიული, უსაფრთხო პროდუქტი, მაგრამ ისეთივე გემრიელი და იმავე ფასად. რა გადაწყვეტილებები არსებობს საკვებ ინდუსტრიაში შაქრის მოხმარების შესამცირებლად?!

ნატურალური ინგრედიენტების მომწოდებელი კომპანია Doehler GmbH-ის ოფიციალური წარმომადგენლობის, „დიოლერ ჯორჯიას“ მთავარი ტექნოლოგი ლალი ოქროპირიძე ამბობს, რომ  მათი სასმელები, ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი გარემოსა და ჯანმრთელობაზე მზრუნველი მომხმარებლების სურვილებს აკმაყოფილებს:

„ჩვენმა ტექნოლოგებმა გერმანიაში ძალიან ბევრი იშრომეს, რომ მომხმარებელს შეუნარჩუნონ მულტისენსორული შეგრძნებები, მიიღონ იგივე გემო, სიტკბო და მეტად ჯანსაღი პროდუქტი, ნაკლები შაქრითა და კალორიებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო მოზრდილთათვის, არამედ ბავშვებისათვისაც – ისინი ხომ ნატურალური წვენების აქტიური მომხმარებლები არიან, შაქრის მაღალი შემცველობა კი, ჯანსაღი საკვების მიღების მცდელობას წყალში უყრის მშობელს.

საქართველოშიც შეინიშნება ნაკლებშაქრიანი პროდუქტების შექმნის ტენდენცია და თითქმის, ყველა მწარმოებელს აქვს მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ნაკლებშაქრიან ან უშაქრო ნაწარმს სთავაზობს გემოს შეუცვლელად“.

ბაზარზე მრავლად არის შაქრის შემცვლელები, ე.წ. სინთეზური დამატკბობლები, თუმცა მომხმარებლები სკეპტიკურად უყურებენ მსგავს პროდუქტებს. თქვენ შაქრის რა ალტერნატივას სთავაზობთ ინდუსტრიულ წარმოებას, ისე რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს 100%-იანი სიჯანსაღე?

ლალი ოქროპირიძე: „დიოლერში“ გვაქვს შაქრის შემცვლელები, როგორც სასმელებისთვისა და რძის პროდუქტებისთვის, ისე – საკონდიტროსა და ტკბილეულისთვის. ისინი ამცირებენ შაქრის შემცველობას, მაგრამ არ ცვლიან გემოს, სიტკბოს აღქმას და უნარჩუნებენ პროდუქტს სიჯანსაღეს. ამ შემთხვევაში,  ვგულისხმობთ ხილის, ბოსტნეულის, მცენარეების ნატურალურ დამატკბობლებს, როგორიცაა სტევია, აგავა, მალტი, თაფლი, ვაშლისა და ყურძნის ექსტრაქტები და ნაყენები. რაც მთავარია, თითოეული ალტერნატივის შერჩევა ხდება ინდივიდუალური პროდუქტის მიხედვით.

პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ სტევია ნამდვილად უცვლის გემოს პროდუქტს…

გეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ სტევიას ნაყენი მიიღება ნატურალური პროდუქტისგან – მცენარე სტევიასგან, 200-400-ჯერ ტკბილია, ვიდრე შაქარი და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, აქვს დამახასიათებელი გემო. თუმცა, მთავარი საიდუმლო სტევიას გამოყენების ცოდნასა და დოზირებაშია. სტევია, შეუცვლელი პროდუქტია ნატურალურობის შესანარჩუნებლად, თუმცა 100%-ით შაქრით ჩანაცვლება სასმელებსა და საკვებ პროდუქტებში, არ არის რეკომენდებული. მისი ნაყენი 50-70%-ით ანაცვლებს შაქარს სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით, ამცირებს კალორიულობას და ვიღებთ გაცილებით ჯანსაღ პროდუქტს. სტევიას გემო არაჩვეულებრივად ერწყმის ჩაისა და მცენარეული სასმელების ტონებს.

თქვენ ისაუბრეთ ნაწილობრივ ჩანაცვლებაზე, როგორ მივიღოთ სრულად უშაქრო პროდუქტი?

იმისათვის, რომ შაქარი 100%-ით ჩავანაცვლოთ და მივიღოთ უშაქრო პროდუქტი, შესაძლებელია, მაგალითად სტევიის კომბინაცია აგავის სიროფთან, ან ხილის დეიონიზირებულ კონცენტრატთან. „დიოლერის“ დეიონიზირებული 100% ხილის – ვაშლის, მსხლის, ყურძნის, ფინიკის კონცენტრატი პოზიციონირებულია პრემიუმ და ნატურალურ კატეგორიაში და აკმაყოფილებს „სუფთა ეტიკეტის“ მოთხოვნას.

ხილის კონცენტრატი არანაკლებ კალორიულად ჟღერს და შაქრის ამ გზით ჩანაცვლება პრობლემას, ალბათ, ვერ გადაჭრის. 

ნამდვილად. ზოგიერთი ნატურალური წვენი კალორიულია ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო. თუმცა, „დიოლერმა“ შეძლო დადებითი თვისებების შენარჩუნება და ამავდროულად, შაქრის შემცველობის შემცირება. ჩვენ, მომხმარებლებს ვთავაზობთ იმ ხილის დაბალ-ბრიქსიან კონცენტრატებსა და წვენებს, რომელიც იმთავითვე ნაკლებ შაქარს შეიცავს. ფერმენტაციისა და ბიოტექნოლოგიის წყალობით, ფრუქტოზისა და კალორიის შემცველობას 60%-მდე ვამცირებთ. გარდა ამისა, ბოსტნეულის წვენები არის უახლესი ტენდენცია შაქრის შემცველობის შესამცირებლად წვენის ტიპის სასმელებში, ბოსტნეული გაცილებით ნაკლებ შაქარს შეიცავს, ხილთან შედარებით და არაჩვეულებრივად ერწყმის ხილის წვენებს.

საქართველოში დიაბეტით დაავადებულია 100 ათასზე მეტი ადამიანი და ყოველწლიურად, დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. რას სთავაზობთ მათ? ხელოვნური დამატკბობლებით, შეიძლება, რომ პროდუქტის გემო არ შეიცვალოს?

ინგრედიენტების კომპლექსური ცოდნისა და სხვადასხვა პროდუქტების მრავალფეროვანი გამოცდილების წყალობით, ზუსტად ვიცით, როგორ იქცევა შაქარი და დამატკბობელი სხვადასხვა რეცეპტში. ჩვენ ვფლობთ „ნოუ-ჰაუს“, რომელი დამატკბობელი ან დამატკბობლების კომბინაცია გვაძლევს სრულყოფილ გემოვნურ მახასიათებლებს. „დიოლერის“ მიერ შემუშავებულ დამატკბობლებში ფიგურირებს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო, მაღალხარისხიანი დამატკბობლები. გემოს შეუცვლელად, მათი სინერგიზმის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია კომპონენტებისა და დოზირებების მეასედი სიზუსტით კომბინაცია. ასე დამატკბობელი შაქრის სიტკბოს სრულყოფილ იმიტაციას მოახდენს. გარდა დამატკბობლებისა, „დიოლერმა“ შექმნა ნატურალური Multisense არომატი და ე.წ. „ნიღაბი“, რომელიც აუმჯობესებს დაბალკალორიული პროდუქტების სენსორულ თვისებებს და ანეიტრალებს დამატკბობლებისთვის დამახასიათებელ გემოს.

შეჯამების სახით, გეტყვით, რომ შაქრის შემცირების ტენდენციები საკვებ და სასმელ ინდუსტრიას თავდაყირა აყენებს: ერთის მხრივ, ნატურალურობისა და სიჯანსაღის შენარჩუნება და მეორეს მხრივ, შაქრის შემცირება, საკვები პროდუქტების მწარმოებლების გამოწვევებს წითელ ხაზად გასდევს. „დიოლერ ჯორჯია“ ლიდერია საკვები ინგრედიენტების მომწოდებელ კომპანიებს შორის. მისი კონცეფცია მთლიანად ემყარება ნატურალური და ნაკლებშაქრიანი ინგრედიენტების შერწყმას მულტისენსორულ ტექნოლოგიასთან, რომლის წყალობითაც ქართველი მეწარმეები არამარტო ადგილობრივ ბაზარს სთავაზობენ მაღალ ხარისხსა და ჯანსაღ პროდუქტებს, არამედ საექსპორტო ქვეყნებშიც მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი – საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

სოფიო გონგლიაშვილის ზღაპრული სამყარო შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანიაში WHERE NEXT