ქარაბშა არის მდგომარეობა, რომელში მყოფ მოცეკვავესაც თავისუფალი მოძრაობისა და იმპროვიზაციის მეტი საშუალება ეძლევა.
ეს არის თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა, რომელიც მოძრაობის, პლასტიკისა და შესრულების მანერის უნიკალურ ესთეტიკას ქართული ფოლკლორიდან იღებს.
„მივხვდით, რომ ახალი ყოველთვის ნამდვილი ძველიდან, ჩვენი საწყისიდან უნდა ვეძებოთ. გვინდა, რომ საბაზო მოძრაობებიდან ამოვიღოთ პირველადი ფოლკლორი და ქართულ ელემენტებზე დაყრდნობით გავხსნათ სხეულის პლასტიკა, მივცეთ მეტი საშუალება იმპროვიზაციას.“ – ილიკო სუხიშვილი.
ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინელი არტისტების მხარდაჭერის ფონდში.
🎟 ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: www.tkt.ge/SukhishvilebiatRepublic
- 22:00 – Levi Love Disco
- 00:00 – Sukhishvilebi
- 01:30 – Levi Love Disco